• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ენერგომენეჯმენტი



    ენერგომენეჯმენტის  2 წლიანი უმაღლესი პროფესიული პროგრამა შემუშავდა USAID პროგრამა - დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის, ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.

    რას ვისწავლი?

    მიიღებ სიღრმისეულ ცოდნას რომ კვალიფიციურად აღწერო და გამოიყენო ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ტექნიკური ნორმები; გააანალიზო და შეაფასო სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ობიექტების საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობა; განსაზღვრო შენობების ენერგოეფექტურობა; შეაფასო ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების შესაძლებლობები და ეფექტიანობა; უზრუნველყო ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნილების მართვა; გააანალიზო და შეაფასო სამიზნე ჯგუფების ინტერესები და საჭიროებები 

    ვინ ვიქნები?

    სწავლის დასრულების შემდეგ მოგენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ენერგომენეჯმენტში და მენეჯერის პოზიციით შეძლებ დასაქმებას ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელ საერთაშორისო,  ცენტრალურ ან ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სააგენტოებში; ენერგიის მწარმოებელ, გადამცემ და გამანაწილებელ ენერგეტიკულ კომპანიებში; კუთვნილების მიუხედავად, ნებისმიერი ტიპის ენერგიის მომხმარებელ სამრეწველო და საყოფაცხოვრებო  საწარმოებში; საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციებში; დამოუკიდებელ  აუდიტორებად და ინსპექტორებად;  კვლევით ორგანიზაციებში, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ინსტიტუტებში, რომლებიც ორიენტირებულები არიან: ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებაზე;  ენერგოეფექტურობის სპეციალისტების მომზადებაზე და გადამზადებაზე, როგორც მენტორები, ინსტრუქტორები ან ტექნიკური ექსპერტები

    პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

    მისაღები ადგილების რაოდენობა: 32

    სწავლების ენა: ქართული 

    მიღების წინაპირობა: 18 წელი, სრული ზოგადი განათლება და ერთიანი  პროფესიული ტესტირება

     

    • აღნიშნულპროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა, ერთიანი პროფესიული ტესტირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2026 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზეhttps://vet.emis.ge/#/registration
    • რეგისტრაციისდროს უნდა მონიშნოთ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი „ენერგომენეჯმენტის” უმაღლესი პროფესიული პროგრამა და შეავსოთ შესაბამისი ველები.
    • რეგისტრაციისშემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ერთიანი პროფესიული ტესტირების  შესახებ (დრო, ადგილი და ყველა ტესტირებასთან დაკავშირებული დეტალები). ტესტირების ვადები: 24-25 ოქტომბერი პროგრამაზე ჩასარიცხად ბარდება რაოდენობრივი წიგნიერება. ნიმუშის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/3282

     

    ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგები ავტომატურად გადმოეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

     

    პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად ჯიპაში უნდა წარმოადგინო შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის მოწმობისასლი
    • სრული ზოგადი განათლებისდამადასტურებელი - ატესტატი (დედანი,/ნოტარიულად დამოწმებული ასლი) 
    • ფოტო 3x4-ზე
    • 17 დან 27 წლამდე მამაკაცებმა უნდა წარმოადგინონ  წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

     

    ჩარიცხვა მოხდება ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგებისა და რეიტინგული სიების საფუძველზე.

    სწავლა დაიწყება 2026 წლის 1 დეკემბერს


    ერთიანი პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: "რუსთავის გზატკეცილი #22".  ან გამოაგზავნოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:drdve@gipa.ge

    სტუდენტის ინდივიდუალური გადასახადი - წელიწადში 500ლარი.

    10% იანი ფასდაკლება ვრცელდება  იმ პროფესიულ სტუდენტზე, რომელსაც პროფესიული ტესტირების საფუძველზე რეიტინგულ სიაში აქვს ყველაზე მაღალი ქულა/შეფასება და  სარგებლობს ქვემოთ ჩამოთვლილი სოციალური სტატუსებიდან ერთ-ერთით:

    ა) სოციალურად დაუცველი პირი - უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე არაუადრეს 2 თვისა

    ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - უნდა წარმოადგინონ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი)

    გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირი - უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი

    დ) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილი/ოჯახის წევრი - უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ პირთან ოჯახური კავშირი.

    საბანკო რეკვიზიტები:
    სს „ თიბისი ბანკი“
    საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

    *გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი გვარი,პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის პარტნიორი ორგანიზაციებია:

    შპს “ოპტიმალ გრუპი +”
    შპს “ექსპერტს ფორ სოლუშენს”
    შპს “სიბიდი დეველოპმენტი”
    შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი”
    შპს “ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმეტი”
    სს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”
    შპს "წინანდლის ძველი მარანი"
    შპს "აჩინებული"
    შპს "ბლაუენშტაინ საქართველო“

    სს „ენერგო-პრო ჯორჯია“

    1. როგორ დავრეგისტრირდე პროფესიულ პროგრამაზე:
    • რეგისტრაციაუნდაგაიაროთ შემდეგ მისამართზე:  https://vet.emis.ge/#/registration
    • შეიყვანეთ პირადი მონაცემები (გთხოვთ მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი)
    • გაიარეთ ავტორიზაცია
    • აირჩიეთ შესაბამისი პროგრამა - ენერგომენეჯმენტი
    • აირჩიეთ პროგრამის განმახორციელებელი ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
    • დაადასტურეთ მონაცემების სისწორე
    • დაელოდეთ საგამოცდო ბარათს, სადაც აღნიშნული იქნება გამოცდის დრო და ადგილი

     

    1. ვინ მასწავლის ჯიპაში?

    პროფესიული პროგრამის მოდულებს ახორციელებენ პროფესიული მასწავლებლები- დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს  თეორიული ცოდნა განამტკიცონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს (ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და კომპანიების წარმომადგენლებს).

    1. რით განსხვავდება არსებული პროგრამა ბაზარზე არსებული სხვა პროფესიული პროგრამებისგან?

    პროგრამა სრულად ინოვაციურია. მასთანავე, აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სწავლების უახლესი თეორიული, პრაქტიკული მეთოდებით. პერიოდულად, სტუდენტებს აქვთ საშუალება, შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს მრგვალი მაგიდის ფორმატში და განიხილონ დარგში არსებული გამოწვევები. მონაწილეობა მიიღონ ექსტრაკურიკულურ აქტივობებსა და შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროგრამებში და განახორციელონ პროექტები.

    1. როგორ დამეხმარება ჯიპა დასაქმებაში?

    თქვენ საშუალება გაქვთ პროფესიულ მოდულებს დაეუფლოთ და ყოველდღიურ სასწავლო პროცესში შეხება გქონდეთ დარგის წამყვან, მაღალკვალიფიციურ, ენერგოეფექტურობის სფეროში მოქმედ ექსპერტებთან / სპეციალისტებთან. აგრეთვე, სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით, იმართება დასაქმების ფორუმები, პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა და ინფორმაციის გაზიარება/კონსულტირება ვაკანსიების, სტაჟირების და სხვა კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

    1. როგორია რეგისტრაციის და მიღების პროცედურები/ვადები?
    • პროფესიულპროგრამებზე ერთიანი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრაციის ვადა 2026 წლის 21 სექტემბრიდან, 2026 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით არის განსაზღვრული
    • ერთიანი პროფესიული ტესტირება გაიმართება 2026 წლის 24-25 ოქტომბერს
    • ტესტირების შედეგების 11 ნოემბერს გამოქვეყნდება
    • საბოლოო არჩევანი 11-13 ნოემბერს შესაძლებელია გაკეთდეს
    • საბუთების მიღების ვადები 16-30 ნოემბერს იწარმოებს
    • რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://vet.emis.ge/#/registration (რეგისტრაციაზე დახმარების მიზნით მიმართეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირებს)
    პროგრამის ხელმძღვანელი:
    ქეთევან რუხაძე

    მობ: 591 19 43 08; 

    კოორდინატორი: 
    თეა გიგაური
    +995 511 460 349

    ადმინისტრაცია

    ლექტორები