განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით IV - V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და სასერტიფიკატო ტრენინგ კურსების შემუშავება, განხორციელება და ინსტიტუციონალიზება GIPA-ში
პროექტი ხორციელდება USAID-ის - პროგრამა ‘დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’ ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანი არის ინოვაციური, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და ტრენინგ კურსების შემუშავება და განხორციელება განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სასწავლო მასალებით ინფრასტრუქტურის აღჭურვას, საზოგადოებისა და პოტენციური დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგიების სისტემებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში ჩართული მხარეები არიან უნარების სააგენტო, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია და დამსაქმებლები. პროექტი მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, ბაზრის საჭიროებებზე მორგებული, შესაბამისი ცოდნით და კომპეტენციებით აღჭურვილი კადრების მომზადებას განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
პროექტის პერიოდი: 2023-2025.