• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი



    განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის  2 წლიანი უმაღლესი პროფესიული პროგრამა შემუშავდა USAID პროგრამა - დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის, ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას. 

    რას ვისწავლი?  

    მიიღებ სიღრმისეულ ცოდნას რომ კვალიფიციურად დაგეგმო, ორგანიზება გაუწიო და განახორციელო განახლებადი ენერგიის მენეჯერის საქმიანობები; აღწერო და გამოიყენო განახლებადი ენერგიის კანონმდებლობა და რეგულაციები; შეაფასო განახლებადი ენერგიის გარემოზე ზემოქმედება; დაგეგმო, წარმართო  და ზედამხედველობა გაუწიო ჰიდროენერგეტიკული, ქარის ენერგიის, მზის ელექტროენერგეტიკული  (PV), გეოთერმული ენერგეტიკის და ბიომასის ენერგეტიკის პროექტების მშენებლობას, მონტაჟსა და ოპერირებას; 

    ვინ ვიქნები?

    სწავლის დასრულების შემდეგ მოგენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია განახლებადი ენერგიების მენეჯმენტში და მენეჯერის პოზიციით შეძლებ დასაქმებას განახლებადი ენერგიის სექტორში ჩართულ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა მოიცავს განახლებადი ენერგიის სისტემების მშენებლობას, ინსტალაციას,  გამართვას, ოპერირებას/ექსპლუატაციას, ზედამხედველობას, სპეციფიური დანადგარების, მოწყობილობების და სისტემების მომსახურებას. თქვენი საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს სყოფაცხოვრებო და საწარმო შენობების ელექტრო და თბომომარაგების მოწყობილობების და სისტემების მონტაჟს და მათ ინსპექტირებას,  სახელმწიფო  უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან განახლებადი ენერგიის სისტემების განვითარების მხარდაჭერაზე რეგულირებასა და პოპულარიზაციაზე.  საინჟინრო და საკონსულტაციო  კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ  განახლებადი ენერგიის გამოყენების  და  განვითარების ტექნიკურ მხარდაჭერას და მომსახურებას. აგრეთვე, კვლევით ორგანიზაციებში და ინსტიტუტებში, რომლებიც ორიენტირებულები არიან განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებაზე, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განახლებადი ენერგიის სპეციალისტების მომზადებაში და გადამზადებაში, როგორც მასწავლებლები, მენტორები, ინსტრუქტორები ან ტექნიკური ექსპერტები.

    პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

    მისაღები ადგილების რაოდენობა: 64

    სწავლების ენა: ქართული 

    მიღების წინაპირობა: 18 წელი, სრული ზოგადი განათლება და ერთიანი  პროფესიული ტესტირება

     

    • აღნიშნულპროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა, ერთიანი პროფესიული ტესტირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2026 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზეhttps://vet.emis.ge/#/registration
    • რეგისტრაციისდროს უნდა მონიშნოთ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი „განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის” უმაღლესი პროფესიული პროგრამა და შეავსოთ შესაბამისი ველები.
    • რეგისტრაციისშემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ერთიანი პროფესიული ტესტირების  შესახებ (დრო, ადგილი და ყველა ტესტირებასთან დაკავშირებული დეტალები). ტესტირების ვადები: 24-25 ოქტომბერი პროგრამაზე ჩასარიცხად ბარდება ფიზიკა. ნიმუშის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/3282

     

    ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგები ავტომატურად გადმოეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

     

    პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად ჯიპაში უნდა წარმოადგინო შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის მოწმობისასლი
    • სრული ზოგადი განათლებისდამადასტურებელი - ატესტატი (დედანი,/ნოტარიულად დამოწმებული ასლი) 
    • ფოტო 3x4-ზე
    • 17 დან 27 წლამდე მამაკაცებმა უნდა წარმოადგინონ  წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

     

    ჩარიცხვა მოხდება ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგებისა და რეიტინგული სიების საფუძველზე.

    სწავლა დაიწყება 2026 წლის 1 დეკემბერს


    ერთიანი პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: "რუსთავის გზატკეცილი #22".  ან გამოაგზავნოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:drdve@gipa.ge

    სტუდენტის ინდივიდუალური გადასახადი - წელიწადში 500ლარი.

    10% იანი ფასდაკლება ვრცელდება  იმ პროფესიულ სტუდენტზე, რომელსაც პროფესიული ტესტირების საფუძველზე რეიტინგულ სიაში აქვს ყველაზე მაღალი ქულა/შეფასება და  სარგებლობს ქვემოთ ჩამოთვლილი სოციალური სტატუსებიდან ერთ-ერთით:

    ა) სოციალურად დაუცველი პირი - უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე არაუადრეს 2 თვისა

    ბ)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - უნდა წარმოადგინონ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი)

    გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირი - უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი

    დ) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილი/ოჯახის წევრი - უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ პირთან ოჯახური კავშირი.

    საბანკო რეკვიზიტები:
    სს „ თიბისი ბანკი“
    საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

    *გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი გვარი,პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის პარტნიორი ორგანიზაციებია: 

    1. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“
    2. შპს „ესკო-ეს-ის“
    3. სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები“
    4. შპს „ენგურჰესი“
    5. შპს „გარემოსდაცვითი მომსახურების კომპანია“
    6. შპს „აისი“
    7. შპს „ფოტომეიტ ევრაზია“
    1. როგორ დავრეგისტრირდე პროფესიულ პროგრამაზე:
    • რეგისტრაციაუნდაგაიაროთ შემდეგ მისამართზე:  https://vet.emis.ge/#/registration
    • შეიყვანეთ პირადი მონაცემები (გთხოვთ მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი)
    • გაიარეთ ავტორიზაცია
    • აირჩიეთ შესაბამისი პროგრამა - განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი
    • აირჩიეთ პროგრამის განმახორციელებელი ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
    • დაადასტურეთ მონაცემების სისწორე
    • დაელოდეთ საგამოცდო ბარათს, სადაც აღნიშნული იქნება გამოცდის დრო და ადგილი

     

    1. ვინ მასწავლის ჯიპაში?

    პროფესიული პროგრამის მოდულებს ახორციელებენ პროფესიული მასწავლებლები- დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს  თეორიული ცოდნა განამტკიცონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს (ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და კომპანიების წარმომადგენლებს).

    1. რით განსხვავდება არსებული პროგრამა ბაზარზე არსებული სხვა პროფესიული პროგრამებისგან?

    პროგრამა სრულად ინოვაციურია. მასთანავე, აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სწავლების უახლესი თეორიული, პრაქტიკული მეთოდებით. პერიოდულად, სტუდენტებს აქვთ საშუალება, შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს მრგვალი მაგიდის ფორმატში და განიხილონ დარგში არსებული გამოწვევები. მონაწილეობა მიიღონ ექსტრაკურიკულურ აქტივობებსა და შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროგრამებში და განახორციელონ პროექტები.

    1. როგორ დამეხმარება ჯიპა დასაქმებაში?

    თქვენ საშუალება გაქვთ პროფესიულ მოდულებს დაეუფლოთ და ყოველდღიურ სასწავლო პროცესში შეხება გქონდეთ დარგის წამყვან, მაღალკვალიფიციურ, განახლებადი ენერგიის სფეროში მოქმედ ექსპერტებთან / სპეციალისტებთან. აგრეთვე, სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით, იმართება დასაქმების ფორუმები, პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა და ინფორმაციის გაზიარება/კონსულტირება ვაკანსიების, სტაჟირების და სხვა კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

    1. როგორია რეგისტრაციის და მიღების პროცედურები/ვადები?
    • პროფესიულპროგრამებზე ერთიანი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრაციის ვადა 2026 წლის 21 სექტემბრიდან, 2026 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით არის განსაზღვრული
    • ერთიანი პროფესიული ტესტირება გაიმართება 2026 წლის 24-25 ოქტომბერს
    • ტესტირების შედეგების 11 ნოემბერს გამოქვეყნდება
    • საბოლოო არჩევანი 11-13 ნოემბერს შესაძლებელია გაკეთდეს
    • საბუთების მიღების ვადები 16-30 ნოემბერს იწარმოებს
    • რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://vet.emis.ge/#/registration (რეგისტრაციაზე დახმარების მიზნით მიმართეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო პირებს)

     

    პროგრამების ხელმძღვანელი:
    ნანა ქაშაკაშვილი
     
    მობ: 591 19 43 13;

    პროგრამის კოორდინატორი:
    თეა გიგაური
    მობ: 511 460 349
    ელ-ფოსტა: drdve@gipa.ge

    ადმინისტრაცია

    ლექტორები