პროექტი განხორციელდა პარტნიორ ორგანიზაცია Mercy Corps-თან ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. GIPA პასუხისმგებელი იყო კოოპერატივების პოლიტიკის, ლობირებისა და ადვოკატირებასთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელებაზე, სამიზნე მუნიციპალიტეტებში (იმერეთი, შიდა ქართლი) ფერმერული ჯგუფების რეგულარული ფორუმის ჩამოყალიბებასა და მათი საქმიანობის ხელშეწყობაზე. Პროექტის ფარგლებში Გაიმართა დარგობრივი ტრენინგები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისთვის.
პროექტის პერიოდი: 2014-2017