2008 წლის 1 ივნისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამამ ოფიციალურად გახსნა ფოკას მონასტრის ყველის საწარმო. საწარმო დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში (GRDP). ყველის საწარმოს პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას რეგიონში.
პროექტის პერიოდი: 2007-2008