სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) პარტნიორული თანამშრომლობა უკავშირდება საქართველოში 50x2030 ინიციატივის განხორციელებას, რომელიც წარმოადგენს გლობალური პროგრამის ნაწილს და მიზნად ისახავს 2030 წლისთვის 50 ქვეყნის სოფლის მურნეობის მონაცემთა სისტემის ტრანსფორმაციას გონივრული სოფლის მეურნეობის მონაცემების მისაღწევად.
თანამშრომლობა მოიცავს სოფლის მეურნეობის სექტორში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერებას მონაცემთა შექმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და გამოყენების მიმართულებით.
პროექტის მიზანია დარგში არსებული ხარვეზების გამოსწორება რომლებიც ხელს უშლის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, აგრეთვე საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების დარგში.
პროექტის პერიოდი: 2023-2024