საერთაშორისო პროექტი - ‘AgroNet’, ELVA საზოგადოებრივი ჩართულობა (საქართველო), ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო - VEDA (ბულგარეთი) და SMART განვითარების ცენტრი (რუმინეთი) პარტნიორობით განხორციელდა. პროექტი დაფინანსებულია რუმინეთის რეგიონული განვითარებისა და საჯარო მმართველობის სამინისტროს მიერ, რომელიც ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამეზობლო ინსტრუმენტი შავი ზღვის აუზის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის (ENI CBC Black Sea Basin Programme) 2014-2020-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი მიზნად ისახავდა, სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში სავაჭრო შესაძლებლობების ხელშეწყობით და მოდერნიზებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საზღვრისპირა თანამშრომლობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში შექმნილი ინოვაციური, ონლაინ სავაჭრო პლატფორმა და მისი პილოტირება, ხელს შეუწყობს ახალი საბაზრო სივრცის განვითარებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
პროექტი 2018-2020 წლებში განხორციელდა.