სერგო თურმანიძე
სოფლის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის მარკეტინგის ექსპერტი
ელფოსტა: s.turmanidze@gipa.ge
გამოცდილების მოკლე აღწერა
2009 წელს მიენიჭა ლონდონის კომერციის სკოლის (LSC) და კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის ერთობლივი მაგისტრის ხარისხი (MBA) ბიზნესის ადმინისტრირებაში, ფლობს ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრისა (MPA) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხებს სახელმწიფო მმართველობაში, აგრეთვე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
2000 წლიდან აქვს არასამთავრობო, ბიზნეს, კვლევით და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მუშაობის გამოცდილება, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფონდების მოძიება, საგრანტო წინადადებების შემუშავება, პროექტების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, პროექტების მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშების შედგენა, დამფინანსებლებთან კომუნიკაცია, პროექტის PR-ი და ხილვადობა. გარდა ამისა, ის ეწევა აკადემიურ საქმიანობას ტრენინგების მიმართულებით მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების, ორგანიზაციული განვითარების, სტრატეგიული დაგეგმვის, მენეჯმენტის, კვლევის და ანალიზის, ფონდების მოძიების, გრანტების მოზიდვის და საგრანტო წინადადებების წერის საკითხებში. ასევე, ის ეწევა საექსპერტო საკონსულტაციო მომსახურებას საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის პროექტების შეფასების, კვლევის, სტრატეგიული დაგეგმვის, მენეჯმენტის და ფონდების მოძიების განხრით.
სასწავლო კურსები:
- 2020 - სწავლა ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების გზით (USAID)
- 2017 - ინოვაციების მართვა (TBC ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა)
- 2009 - უსაფრტხოება და კონფლიქტის მენეჯმენტი (BIIAB)
- 2005 - ლიდერობა, გუნდურობა და კომუნიკაციის უნარები (GIPA)
კვლევები და პუბლიკაციები:
- ადგილობრივი მობილობის საჭიროებების შეფასება ახალქალაქისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში (ივნისი/2022, წამყვანი მკვლევარი)
- საქართველოს მაღალ მთიანი რეგიონების კონკურენტული უპირატესობების კვლევა (ივლ/2019, თანაავტორი და მკვლევარი)
- წყალტუბოს LDS განვითარების საბაზისო კვლევა - თემის პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლა (სექ/2019, წამყვანი მკვლევარი)
პროექტები:
- 2024-2026: თემთა მდგრადობის გაძლიერება კლიმატით გამოწვეული კატასტროფების მიმართ ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გზით - პროექტის კოორდინატორი / პროექტის თანაავტორი
- 2023-2025: განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის მიმართულებით IV - V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და სასერტიფიკატო ტრენინგ კურსების შემუშავება, განხორციელება და ინსტიტუციონალიზება GIPA-ში - პროექტის კომუნიკაციისა და პიარის კოორდინატორი / პროექტის თანაავტორი
- 2021-2023: გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ინტეგრირება რეგიონულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში - პროექტის მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი / პროექტის თანაავტორი
- 2018-2022: წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - მკვლევარი / პროექტის თანაავტორი
- 2018-2019: რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის - მკვლევარი / პროექტის თანაავტორი
- 2018-2020: სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet - პროექტის კოორდინატორი / პროექტის თანაავტორი
- 2016-2022: სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში - მკვლევარი / მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი / პროექტის თანაავტორი
- 2016-2018: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში პროფესიული განათლების მე-5 საფეხურისა და საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება, დანერგვა და ინსტიტუციონალიზება ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტში - მკვლევარი / მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი / პროექტის თანაავტორი
- 2009-2019: ცხოველთა ჯამნრთელობის ეროვნული პროგრამა - მარკეტინგის ექსპერტი
- 2015-2017: EU ENPARD - თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში - პროექტის თანაავტორი
კვლევითი ინტერესები:
ადგილობრივი სიციო-ეკონომიკური განვითარება, დასაქმება, პროფესიული განათლება, გარემოს დაცვა, განახლებადი ენერგია და თანამედროვე ტექნოლოგიები.