პროექტი განხორციელდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით, ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული რეგიონული საგანმანათელებლო და კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად შემდეგი მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, სურსათის გადამუშავება, გარემოსდაცვა და სოფლის განვითარება. პროექტის ბენეფიციარები იყვნენ: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის პერიოდი: 2015-2017