ნანა ქაშაკაშვილი
სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი.
ელფოსტა: n.kashakashvili@gipa.ge
საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. ინგლისური ლიტერატურის მაგისტრი, თბილისი სახელმწოფო უნივერსიტეტი.
2018 წლიდან იგი ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული განათლების დეპარტამენტს. 2017 წლიდან დღემდე არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ხელმძღვანელი.
2013 წლიდან ის ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტს და დღემდე არის საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროგრამების მენეჯერი.
2006 წლიდან ნანა ქაშაკაშვილი არასრულ განაკვეთზე იყო დასაქმებული საქართეველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ხოლო 2009 წლიდან შეუერთდა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გუნდს და USDA-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გახდა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის კოორდინატორი.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ინგლისური ენის და ლიტერატურის სწავლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე სხვადასხვა ინგლისური ენის სასწავლო ცენტრებში; სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მთარგმნელად/კვლევით ასისტენტად/ფასილიტატორად მუშაობას.
ის ასევე მუშაობდა არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლად სომხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბანგლადეშში, მონაწილებას იღებდა სხვადასხვა ღონისძიებების და ოფიციალური შეხვედრების მოწყობაში, კოორდინირებასა და ფასილიტაციაში; იყო შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი; ცოდნის და გამოცდილების ამაღლების მიზნით მონაწილეობდა რიგ ეროვნულ თუ საერთაშორისო პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და სემინარებში.