მიღების წინაპირობები
ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში სამ სავალდებულო საგანთან ერთად სტუდენტს შეუძლია ნებისმიერი არჩევითი საგნის არჩევა.
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვანო ცერცვაძე
ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი
ელ-ფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge
მობ: +995 599 449 850;
ტელ: 2 49 75 00;
ლევან ყურაშვილი
ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი
ელ ფოსტა: levan.kurashvili@gipa.ge
მობ: +995 574 132 607;
ტელ: 2 49 75 00;
GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რომლის კედლებშიც სტუდენტები პრაქტიკულად ეუფლებიან ბიზნესის წარმართვის რეალურ ბერკეტებს, არის პირველი ქართული მეწარმე უნივერსიტეტი (Entrepreneurial University) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ჯიპას, როგორც მეწარმე უნივერსიტეტის მიზანია ერთმანეთთან დააახლოოს ბიზნესი და აკადემიური ცოდნა, მაქსიმალურად წაახალისოს საკუთარი სტუდენტები, რათა მათ შეძლონ რეალური საბაზრო მოთხოვნის პირობებში დახმარება გაუწიონ ქართულ ბიზნესს მათ წინაშე მდგომი ამოცანების გადასაჭრელად, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარტივად ადაპტირდნენ თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესი აგებულია კლასიკური თეორიული საგნების და პრაქტიკის სინთეზზე. პრაქტიკული კურსი საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს სწავლების პირველი დღიდან ჩაერთონ ბიზნესის რეალურ სამყაროში, ხოლო კურსდამთავრებულებს გააჩნდეთ როგორც აუცილებელი თეორიული საფუძვლები, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობა:
4 წელი
მისაღები სტუდენტების რაოდენობა:
60 სტუდენტი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე (არჩევითი) საგანი:
მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია
სწავლების ენა: ქართული
სასურველია ინგლისურის intermedate დონე
სასწავლო მასალები ქართულ და ინგლისურ ენაზე
პროგრამის ღირებულება:
4500 ლარი (1 წელი) - სწავლის ღირებულება იცვლება დაფინანსების მიხედვით
დაფინანსების სისტემა:
50%-70%-100% იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ყველა სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტისგან 1000 ლარიან დაფინანსებას პირველი წლის განმავლობაში;
"ბიზნესის ადმინისტრირების" პროგრამაზე, მეორე კურსიდან, ყოველწლიურად საუკეთესო სტუდენტები (GPA-3,2-ზე მეტი და შეფასებები A და B) მიიღებენ დაფინანსებას: - რეიტინგში პირველი 5 სტუდენტი - 1000 ლარის ოდენობით, - რეიტინგში მომდევნო 5 სტუდენტი 700 ლარის ოდენობით.
სასწავლო პროცესი
პროგრამის მოცულობა:
240 (ECTS) კრედიტი (აქედან: 200 კრედიტი - სავალდებულო საგნები, 40 - არჩევითი)
სასწავლო პროცესი აგებულია ლექცია/სემინარების ფორმატით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტერაქტივს და ინდივიდუალურ მიდგომას.
სწავლების გეგმა მოიცავს პრეზენტაციებისა და ანალიტიკური ნაშრომების წარდგენას, ქეისების (სიტუაციური ანალიზის) გარჩევას, საშინაო დავალებების მომზადებას, საველე კვლევების ჩატარებას, როგორც ინდივიდუალურად, რაც სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის აუცილებლობას ითვალისწინებს, ასევე გუნდურად, რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვას ჯგუფური პროექტების განხორციელების მეშვეობით.
სტუდენტების შეფასება, ყოველი კურსის ბოლოს, მრავალსაფეხურიან, კომპლექსურ შეფასებაზე დაყრდნობით მიმდინარეობს (მაგ: აქტიურობა, შუალედური გამოცდა 1, საველე კვლევა, საშინაო დავალებები, ქეისის გარჩევა, შუალედური გამოცდა 2).
სწავლების მე-8 სემესტრში სტუდენტები გაივლიან სავალდებულო სასწავლო პრაქტიკას.
ბაკალავრის ხარისხის მისაღებად აუცილებელია ფინალური პროექტის მომზადება და დაცვა.
საკონტაქტო პირი
ლევან ყურაშვილი
ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი
ელ ფოსტა: levan.kurashvili@gipa.ge
მობ: +995 574 132 607
ტელ: 2 49 75 00
ვანო ცერცვაძე
ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი
ელ-ფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge
მობ: +995 599 449 850
ტელ: 2 49 75 00;
სწავლის ღირებულება
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 4500 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალში
პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ:
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
საქართველოს საზოგადებრივი საქმეთა ინსტიტუტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პარტნიორობაში. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა შემდეგი უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში:
ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი დიპლომი
გაერთიანებული საერთაშორისო ბიზნეს სკოლები
სწავლების ერთი წელი (სემესტრი) მადრიდის, ბარსელონას, მილანის, ბრიუსელის ბიზნეს სკოლებში.
ტურიბას უნივერსიტეტი (ლატვია)
ერთი სემესტრი ქალაქ რიგაში.
ვარნას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)
ბიზნესის და ფინანსების სკოლა (ლატვია)
ვარშავის ეკონომიკის სკოლა (პოლონეთი)
პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
ვუკოვარის გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯი (ხორვატია)
ბიზნეს ლაბორატორია არის GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების ინოვაციური საგანი, რომელიც გაგრძელდება სწავლების ოთხივე წელს. ბიზნეს ლაბორატორიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია:
2015 | სამუშაო პრაქტიკები "მილკოში". ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსელების სამუშაო პრაქტიკები კომპანია „მილკოში“, სტუდენტები მუშაობდნენ კომპანიის პრესეილერებთან და დისტრიბუტორებთან ერთად.
2015 | სამუშაო პრაქტიკა "სერვიე"-ში. ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსელების სამუშაო პრაქტიკები ფარმაცევტულ კომპანია „სერვიე“-ში, კომპანიის რეგიონალური პროექტის კოორდინატორებისა და სამედიცინო წარმომადგენლების მეთვალყურეობით.
2015 | პირველი სამუშაო, პირველი ხელფასი, ნორჩ მენეჯერთა სკოლა ბიზნესის კეთება სწავლის პირველივე დღეებიდან. ბიზნესის ბაკალავრების პირველი ანაზღაურება. მათი მონაწილეობით შესაძლებელი გახდა ხორცი შესხმოდა ნორჩ მენეჯერთა სკოლის ჩამოყალიბებას.
2015 | საქართველოს მელიორაციის დეპარტამენტის მარკეტინგული სტრატეგის შემუშავებაში მონაწილეობა. მელიორაციის ცნობადობის დადგენა, გაზრდა, მომხმარებლის ლოიალობის შესწავლა, ფლაერების დიზაინის შემუშავება, მარკეტინგული სამოქმედო გეგმის დეტალიზაცია.
2016 | აქცია - როგორ ვიშოვნოთ 1000 ლარი ერთ დღეში? ერთადერთი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა საქართველოში, რომლის მეორეკურსელი სტუდენტები წარმატებით აკეთებენ იმას, რასაც GIPA-ს აუდიტორიებში ასწავლიან ლექტორები - როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და აკეთონ ბევრი ფული.
2016 | კომპანიის წარმატების ფაქტორების კვლევა KPI ინდექსების გამოკვლევა და იმ ფაქტორების შეფასება, რომლებიც განაპირობებენ მომხმარებლის არჩევანს და ბაზარზე საქონლის პოზიციონირებას
2016 | რადიო GIPA სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა კვლევა - ვინ არის GIPA რადიოს მომხმარებელი, რა გადაცემებს უსმენენ, როდის უსმენენ, რა პირობებში უსმენენ.
2016 | თბილისში ველოსადგურების ადგილების შერჩევა და ხარჯი სარგებლის კალკულაცია - ქალაქში ხელსაყრელი ველოსადგურების მოწყობა ლანდშაფტისა და ქუჩა-შენობების განლაგების გათვალისიწნებით.
2017 | „ორი ნაბიჯის“ სამომხმარებლო კვლევა - რატომ ირჩევს (ან არ ირჩევს) მომხმარებელი „ორ ნაბიჯს“, მომხმარებლების ასოციაციებისა და დამოკიდებულებების შესწავლა, ცნობადობის განსაზღვრა, სერვისის არჩევის განსამზღვრელი ფაქტორების გამოვლენა; საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა/შეფასება; საქონლის ფასების მიმართ დამოკიდებულება; მომხმარებელთა სურვილების გამოვლენა.
2017 | ონლაინ მაღაზია soplidan.ge-ის მომხმარებლების კვლევა. მომხარებლის ტიპის შედგენა. პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად და გაყიდვების გასაზრდელად სტრატეგიის შემუშავება.
დეტალურად ბიზნეს ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტები ახორციელებენ შემდეგ აქტივობებს:
აქტივობა | მაგალითი | განხორციელების სავარაუდო დრო |
გაცნობითი ვიზიტი სხვადასხვა ორგანიზაციაში | პურის ქარხანა, სტამბა, საბაჟო, ბანკი, სასტუმრო, რესტორანი და ა.შ | I კურსი I სემესტრი |
სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად აქტივობის განხორციელება |
სადისტრიბუციო, ფარმაცევტული კომპანიის, წარმომადგენლებთან ერთად პროდუქტის პრეზენტაციაზე დასწრება და ა.შ |
I კურსი I სემესტრი |
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები | კომპანიის მფლობელებთან, მენეჯერებთან შეხვედრები | I-III კურსი |
სტუდენტების მიერ ღონისძიებების ორგანიზება | სპორტული და საქველმოქმედო ღონისძიებების, ასევე ლაშქრობების, გამოფენების, ივენთების, ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება და ა. შ | I-IV კურსი |
საკუთარი ბიზნესის მართვა (რაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს GIPA) |
საიტის აწყობა, მართვა; საიტისთვის ინფორმაციის მოძიება, სტატიების მომზადება, რეკლამის მოზიდვა და ა.შ | II-III კურსი |
კვლევების ჩატარება | კვლევების ჩატარება საიტისთვის და სხვადასხვა ბიზნესებისთვის |
I კურსი II სემესტრი IV კურსი I სემესტრი |
პრაქტიკა | საკუთარი ბიზნესის წამოწყება, განსხვავებული პროდუქტის ერთჯერადი რეალიზაცია, სხვადსხვა ორგანიზაციაში მუშაობა |
II კურსი IV კურსი I სემესტრი |
ბიზნეს გეგმა | არსებულ ბიზნესზე ან სტარტაპზე ბიზნეს გეგმის დაწერა |
III კურსი IV კურსი II სემესტრი (სადიპლომო პროექტი) |
I კურსი
I სემესტრი
ინგლისური ენა I/ II/ III/ IV - 4 ECTS
ინფორმაციის დამუშავების ტექნიკა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები - 3 ECTS
თვითმენეჯმენტისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება - 2 ECTS
ეკონომიკა I - 4 ECTS
ბიზნესი I - 6 ECTS
მათემატიკური უნარები - 3 ECTS
მსოფლიო ცივილიზაციები - 4 ECTS
ბიზნესის ლაბორატორია I - 2 ECTS
II სემესტრი
ინგლისური ენა II/ III/ IV
მონაცემთა პროფესიული დამუშავება და ბიზნესის მოდელირება ელექტრონული ცხრილის ბაზაზე
ეკონომიკა II
ბიზნესი II
რაოდენობრივი ანალიზის საფუძვლები II
მსოფლიო ცივილიზაციები II
II კურსი
III სემესტრი
ინგლისური III/ IV
ბიზნესის მოდელირება და ანალიზი
ალბათობის თეორია და სტატისტიკა ბიზნესისთვის I
მენეჯმენტი 1
ფინანსები I
მარკეტინგი 1
ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები
ბიზნესის ლაბორატორია III
IV სემესტრი
ინგლისური IV
ალბათობის თეორია და სტატისტიკა ბიზნესისთვის II
მენეჯმენტი II
ფინანსები II
მარკეტინგი II
ბიზნეს ინოვაციები
ბიზნესის ლაბორატორია IV
III კურსი
V სემესტრი
მონაცემთა ბაზების პროექტირების და მართვის სისტემა
მართვის ინფორმაციული სისტემები
ოპერაციათა კვლევა
მარკეტინგული კვლევა
აღრიცხვა და ანგარიშგება I
შესავალი ფსიქოლოგიაში
ბიზნესის ლაბორატორია V
VI სემესტრი
აღრიცხვა და ანგარიშგება II
ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები
პროექტების მართვა, პროექტების შექმნისა და მართვის სისტემა Ms Project - ის ბაზაზე
საერთაშორისო ბიზნესის გამოყენებითი კურსი - ექსპორტის მენეჯმენტი
გაყიდვების პროცესის მართვა
შესავალი სოციოლოგიაში
ბიზნესის ლაბორატორია VI
IV კურსი
VII სემესტრი
ლიდერობა I
ბიზნესის ეთიკა
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები
შესავალი ფილოსოფიაში
ბიზნესის ლაბორატორია V
VIII სემესტრი
ლიდერობა II
ინვესტიციები
ბრენდინგი
პრაქტიკა
ფინალური პროექტი