დოქტორი / პროფესორი / ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / მმართველობის სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი

ვანო ცერცვაძე

დოქტორი / პროფესორი / ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / მმართველობის სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი

ელფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge

ვანო ცერცვაძე 2000 წლიდან ჩართულია ეკონომიკური ხასითის კვლევებში. 2000-2004 წლის განმავლობაში იგი მონაწილეობას ღებულობს  დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხების შესწავლაში, რომელიც მხარდაჭერილი იყო შავი ზღვის განვითარების ფონდის მიერ. აღნიშული პროექტის ფარგლებში გამოკვლეულ იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ბინათმშენებლობა - დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის პერსპექტივები, დედაქალაქის სატრანსპორტო უზრუნველყოფა, სასწრაფო სამედიცინო დაზღვევის საკითხები, გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის სატარიფო პოლიტიკის საკითხები. 
2004 წლიდან ვანო ცერცვაძე ჩართულია ჯანმრთელობისა და დამოკიდებულების (ადიქციის) ეკონომიკური შეფასების კვლევებში. კერძოდ მისი უშუალო მონაწილეობით შესწავლილ და ეკონომიკური პერსპექტივიდან გაშუქებულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სერვისების ხარჯ-ეფექტიანობა, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის გავლენა სარესტორნო ბიზნესზე, შპრიცებისა და ნემსების გაცვლის პროგრამის ხარჯთ-ეფექტურობის შეფასება საქართველოში. ქუჩის ნარკოტესტირების ეფექტურობის შეფასება, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირება, რომელიც მოიცავდა ნარკოტიკების გამოყენების ეკონომიკური ხარჯის დადგენას, ჯანდაცვისა და სამართალაღსრულებითი სისტემის, მწარმოებლურობის დანაკარგების, პრევენციებისა და კვლევების, ასევე სხვა ხარჯების გათვალისიწნებით.
2015 წელს ვანო ცერცვაძემ მონაწილეობა მიიღო ჯორჯ მეისონის უნივესიტეტის გაცვლით პროგრამაში და ამ დროიდან მისი კვლევით მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს გადაწყვეტილების მიღების მოდელების შესწავლა წარმოადგენს. ვანო ცერცვაძემ გააერთიანა წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება და 2019 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „რისკისა და სარგებლის დისკონტირების ფაქტორების გავლენა ეკონომიკური ქცევის მოდელებზე ადიქციურ ჯგუფებში“ და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
გარდა ეკონომიკის დარგში არსებული კვლევებისა, ვანო ცერცვაძე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მუშაობდა ქართული ლიტერატურული ძეგლების გაციფრების პროექტზე. მისი უშუალო მონაწილეობით არის შექმნლი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გაციფრებული ტექსტური კოლექციების საცავი.
ვანო ცერცვაძე არის 11 სამეცნიერო შრომისა და პუბლიკაციის ავტორი