ლექტორები

თამარ ჩივაძე

თათია ჩივაძე

2003 წელს დაამთავრა ESM-თბილისის (European School of Management) ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. ფლობს  18 წლიან სამუშაო გამოცდილებას  შემდეგი მიმართულებებით : ბიზნესის ადმინისტრირება, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, მარკეტინგის მენეჯმენტი, სტრატეგიული დაგეგმვის მენეჯმენტი

მუშაობდა  ბიზნეს ქონსალტინგ კომპანია "Innova" -ში, აქვს მიღებული მონაწილეობა  USAID- ის მიერ დაფინანსებულ M-TAG პროგრამაში, ჩაატარებული აქვს  ტრენინგები  შემდეგ თემებზე "ბიზნესის ადმინისტრირება", "ბიზნეს გეგმის შედგენა" , „მარკეტინგი და გაყიდვები“, ჩატარებული და დაორგანიზებული  აქვს რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევები, ფოკუს ჯგუფები. 

სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“  პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქვს ტრენინგები, ინტერვიუები მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეფასებული აქვს მათი ბიზნეს გეგმები ფინანსური პროგნოზები. ხუთი  წლის განმავლობაში იგი მუშაობდა აღმასრულებელ დირექტორად შპს GOA & Co (ექსკლუზიური სამკაულის მწარმოებელი კომპანია საქართველოში) 

აქვს 17 წლიანი გამოცდილება ბიზნეს და მარკეტინგის გეგმების მომზადებაში სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის. 

ამჟამად  არის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი.

2019 წლიდან არის GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში) მოწვეული პროფესორი.