გიორგი თურქია
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი
ელფოსტა: g.turkia@gipa.ge
გიორგი თურქია არის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. დამთავრებული აქვს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების - „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“, თანაავტორი.