ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, პრესტონის უნივერსიტეტი, აშშ, მათემატიკის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, აშშ, მოსბახის პროფესიული აკადემია, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია.
მრავალწლოვანი გამოცდილება სალექციო საქმიანობაში, ბიზნესში და კონსალტინგში.. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ავსტრიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლად საქართველოში, ასევე არის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიების, გააჩნია ამ სფეროში საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება.
ერაზმუსის პროექტის ფარგლებში აქვს ევროპულ უნივერსიტეტებში სალექციო საქმიანობის გამოცდილება;
აქვს კონსალტინგის და ტრეინინგების ჩატარების 20 წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საერთაშორისო ბიზნესის ფინანსირება, ლოგისტიკა, ინოვაციათა მართვა.
აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო სპონსორების დაკვეთით კვლევებში, როგორიცაა -
საქართველოს სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა ანალიზი (ავსტრიის სავაჭრო პალატა), საქართველოს ექსპორტისა და ტრანზიტის ანალიზი (US AID), ქართული ღვინის დისტრიბუციის ანალიზი გერმანიაში (US AID), საქართველოს ვაჭრობისა და ტრანსპორტის ანალიზი (GIZ), ქარტული მოცვის ექსპორტის შესაძლებლობები და გამოწვევები ევროპაში (EDA- US AID).
სასწავლო კურსები:
- გლობალურ ბაზრებზე წვდომა;
- საერთაშორისო ბიზნესი;
- ინოვაციათა მართვა;
- პროექტების მართვა
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ტრანზიტისა და ლოგისტიკის პოტენციალზე GIPA-ს გრანტის ფარგლებში ;
პროექტები:
- ერაზმუსის გაცვლითი პროექტები
- BeCOIL - საერთაშორისო ონლაინ სწავლების მეთოდიკა, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან;
- DUGEOR - ევროკავშირის პროექტი საქართველოში დუალური განათლების განვითარების შესახებ;
კვლევითი ინტერესები:
ინოვაციათა მართვა, საერთაშორისო ბიზნესი, ლოგისტიკა, საერთაშორისო ბიზნესის ფინანსირება