ნიკოლოზ აბუაშვილი
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი / ბიზნეს მოდელირება და ანალიზი, მარკეტინგი
ნიკოლოზ აბუაშვილი არის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის ოცწლიანი გამოცდილება, უმუშავია კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო წრესთან, როგორებიცაა: ბანკები, ინფრასტრუქტურული კომპანიები, მწარმოებლები, სამთავრობო და საერთაშორისო ინსტიტუტები და სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორებიდან. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრენინგებს და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას, კითხულობს ლექციებს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
ნიკოლოზ აბუაშვილის კომპეტენციაში შედის მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, ბიზნესის ღირებულების ზრდა, მათი განვითარება, სტრატეგიული მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.