ბიზნესის ადმინისტრირება

მიღების წინაპირობები

ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში სამ სავალდებულო საგანთან ერთად სტუდენტს შეუძლია ყველა არჩევითი საგნის არჩევა.

    საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ.
    • ფოტოსურათი (3x4)
    • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)

    დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

    ვანო ცერცვაძე

    ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

    ელ-ფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge

    მობ: +995 599 449 850;

    ტელ: 2 49 75 00;

    ლევან ყურაშვილი

    ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი 

    ელ ფოსტა: levan.kurashvili@gipa.ge

    მობ: +995 574 132 607;

    ტელ: 2 49 75 00;

    GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რომლის კედლებშიც სტუდენტები პრაქტიკულად ეუფლებიან ბიზნესის წარმართვის რეალურ ბერკეტებს, არის პირველი ქართული მეწარმე უნივერსიტეტი (Entrepreneurial University) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ჯიპას, როგორც მეწარმე უნივერსიტეტის მიზანია ერთმანეთთან დააახლოოს ბიზნესი და აკადემიური ცოდნა, მაქსიმალურად წაახალისოს საკუთარი სტუდენტები, რათა მათ შეძლონ რეალური საბაზრო მოთხოვნის პირობებში დახმარება გაუწიონ ქართულ ბიზნესს მათ წინაშე მდგომი ამოცანების გადასაჭრელად, ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარტივად ადაპტირდნენ თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.

    ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესი აგებულია კლასიკური თეორიული საგნების და პრაქტიკის სინთეზზე. პრაქტიკული კურსი საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს სწავლების პირველი დღიდან ჩაერთონ ბიზნესის რეალურ სამყაროში, ხოლო კურსდამთავრებულებს გააჩნდეთ როგორც აუცილებელი თეორიული საფუძვლები, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრისთვის.

    პროგრამის ხანგრძლივობა:

    4 წელი

    მისაღები სტუდენტების რაოდენობა:

    60 სტუდენტი

    ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე (არჩევითი) საგანი:

    მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

    სწავლების ენა: ქართული

    სასურველია ინგლისურის intermedate დონე

    სასწავლო მასალები ქართულ და ინგლისურ ენაზე

    პროგრამის ღირებულება:

    4500 ლარი (1 წელი) - სწავლის ღირებულება იცვლება დაფინანსების მიხედვით

    დაფინანსების სისტემა:

    50%-70%-100% იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ყველა სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტისგან 1000 ლარიან დაფინანსებას პირველი წლის განმავლობაში;

    "ბიზნესის ადმინისტრირების" პროგრამაზე, მეორე კურსიდან, ყოველწლიურად საუკეთესო სტუდენტები (GPA-3,2-ზე მეტი და შეფასებები A და B) მიიღებენ დაფინანსებას: - რეიტინგში პირველი 5 სტუდენტი - 1000 ლარის ოდენობით, - რეიტინგში მომდევნო 5 სტუდენტი 700 ლარის ოდენობით.

    სასწავლო პროცესი

    პროგრამის მოცულობა:

    240 (ECTS) კრედიტი (აქედან: 200 კრედიტი - სავალდებულო საგნები, 40 - არჩევითი)

    სასწავლო პროცესი აგებულია ლექცია/სემინარების ფორმატით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტერაქტივს და ინდივიდუალურ მიდგომას.

    სწავლების გეგმა მოიცავს პრეზენტაციებისა და ანალიტიკური ნაშრომების წარდგენას, ქეისების (სიტუაციური ანალიზის) გარჩევას, საშინაო დავალებების მომზადებას, საველე კვლევების ჩატარებას, როგორც ინდივიდუალურად, რაც სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის აუცილებლობას ითვალისწინებს, ასევე გუნდურად, რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვას ჯგუფური პროექტების განხორციელების მეშვეობით.

    სტუდენტების შეფასება, ყოველი კურსის ბოლოს, მრავალსაფეხურიან, კომპლექსურ შეფასებაზე დაყრდნობით მიმდინარეობს (მაგ: აქტიურობა, შუალედური გამოცდა 1, საველე კვლევა, საშინაო დავალებები, ქეისის გარჩევა, შუალედური გამოცდა 2).

    სწავლების მე-8 სემესტრში სტუდენტები გაივლიან სავალდებულო სასწავლო პრაქტიკას.
    ბაკალავრის ხარისხის მისაღებად აუცილებელია ფინალური პროექტის მომზადება და დაცვა.


    საკონტაქტო პირი

    ლევან ყურაშვილი

    ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი 

    ელ ფოსტა: levan.kurashvili@gipa.ge

    მობ: +995 574 132 607 

    ტელ: 2 49 75 00

    ვანო ცერცვაძე

    ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

    ელ-ფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge

    მობ: +995 599 449 850

    ტელ: 2 49 75 00;

    GIPA-ში მოქმედებს სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა

    "ბიზნესის ადმინისტრირების" პროგრამაზე სწავლების პირველ წელს, ეროვნულ გამოცდებზე 50%-70%-100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ყველა სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტისგან 1000 ლარიან დაფინანსებას;

    50% გრ. შემთხვევაში
    4500 - 1125 (50%) - 1000 (GIPA) = 2375 ლარი
    70% გრ. შემთხვევაში 
    4500 - 1575 (70%) - 1000 (GIPA) = 1925  ლარი 
    100% გრ შემთხვევაში
    4500 - 2250 (100%) - 1000 (GIPA) = 1250 ლარი

    მეორე კურსიდან, ყოველწლიურად საუკეთესო სტუდენტები (GPA-3,2-ზე მეტი და შეფასებები A და B) მიიღებენ დაფინანსებას შემდეგი ოდენობით:

    რეიტინგში პირველი 5 სტუდენტი - 1000 ლარის ოდენობით,
    რეიტინგში მომდევნო 5 სტუდენტი - 700 ლარის ოდენობით.

    საქართველოს საზოგადებრივი საქმეთა ინსტიტუტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პარტნიორობაში. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა შემდეგი უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში:

    ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
    სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი დიპლომი

    გაერთიანებული საერთაშორისო ბიზნეს სკოლები
    სწავლების ერთი წელი (სემესტრი) მადრიდის, ბარსელონას, მილანის, ბრიუსელის ბიზნეს სკოლებში.


    ტურიბას უნივერსიტეტი (ლატვია)
    ერთი სემესტრი ქალაქ რიგაში.

    ვარნას უნივერსიტეტი  (ბულგარეთი)

    კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)

    ბიზნესის და ფინანსების სკოლა (ლატვია)

    ვარშავის ეკონომიკის სკოლა (პოლონეთი)

    ბიზნეს ლაბორატორია არის GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების ინოვაციური საგანი, რომელიც გაგრძელდება სწავლების ოთხივე წელს. ბიზნეს ლაბორატორიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია:

    2015 | სამუშაო პრაქტიკები "მილკოში". ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსელების სამუშაო პრაქტიკები კომპანია „მილკოში“, სტუდენტები მუშაობდნენ კომპანიის პრესეილერებთან და დისტრიბუტორებთან ერთად.

    2015 | სამუშაო პრაქტიკა "სერვიე"-ში. ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსელების სამუშაო პრაქტიკები ფარმაცევტულ კომპანია „სერვიე“-ში, კომპანიის რეგიონალური პროექტის კოორდინატორებისა და სამედიცინო წარმომადგენლების მეთვალყურეობით.

    2015 | პირველი სამუშაო, პირველი ხელფასი, ნორჩ მენეჯერთა სკოლა ბიზნესის კეთება სწავლის პირველივე დღეებიდან. ბიზნესის ბაკალავრების პირველი ანაზღაურება. მათი მონაწილეობით შესაძლებელი გახდა ხორცი შესხმოდა ნორჩ მენეჯერთა სკოლის ჩამოყალიბებას.

    2015 | საქართველოს მელიორაციის დეპარტამენტის მარკეტინგული სტრატეგის შემუშავებაში მონაწილეობა. მელიორაციის ცნობადობის დადგენა, გაზრდა, მომხმარებლის ლოიალობის შესწავლა, ფლაერების დიზაინის შემუშავება, მარკეტინგული სამოქმედო გეგმის დეტალიზაცია.

    2016 | აქცია - როგორ ვიშოვნოთ 1000 ლარი ერთ დღეში? ერთადერთი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა საქართველოში, რომლის მეორეკურსელი სტუდენტები წარმატებით აკეთებენ იმას, რასაც GIPA-ს აუდიტორიებში ასწავლიან ლექტორები - როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და აკეთონ ბევრი ფული.

    2016 | კომპანიის წარმატების ფაქტორების კვლევა KPI ინდექსების გამოკვლევა და იმ ფაქტორების შეფასება, რომლებიც განაპირობებენ მომხმარებლის არჩევანს და ბაზარზე საქონლის პოზიციონირებას

    2016 | რადიო GIPA სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა კვლევა - ვინ არის GIPA რადიოს მომხმარებელი, რა გადაცემებს უსმენენ, როდის უსმენენ, რა პირობებში უსმენენ.

    2016 | თბილისში ველოსადგურების ადგილების შერჩევა და ხარჯი სარგებლის კალკულაცია - ქალაქში ხელსაყრელი ველოსადგურების მოწყობა ლანდშაფტისა და ქუჩა-შენობების განლაგების გათვალისიწნებით.

    2017 | „ორი ნაბიჯის“ სამომხმარებლო კვლევა - რატომ ირჩევს (ან არ ირჩევს) მომხმარებელი „ორ ნაბიჯს“, მომხმარებლების ასოციაციებისა და დამოკიდებულებების შესწავლა, ცნობადობის განსაზღვრა, სერვისის არჩევის განსამზღვრელი ფაქტორების გამოვლენა; საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა/შეფასება; საქონლის ფასების მიმართ დამოკიდებულება; მომხმარებელთა სურვილების გამოვლენა.

    2017 | ონლაინ მაღაზია soplidan.ge-ის მომხმარებლების კვლევა. მომხარებლის ტიპის შედგენა. პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად და გაყიდვების გასაზრდელად სტრატეგიის შემუშავება.

    დეტალურად ბიზნეს ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტები ახორციელებენ შემდეგ აქტივობებს:

    აქტივობა მაგალითი განხორციელების სავარაუდო დრო
    გაცნობითი ვიზიტი სხვადასხვა ორგანიზაციაში პურის ქარხანა, სტამბა, საბაჟო, ბანკი, სასტუმრო, რესტორანი და ა.შ I კურსი I სემესტრი

    სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად აქტივობის განხორციელება

    სადისტრიბუციო, ფარმაცევტული კომპანიის, წარმომადგენლებთან ერთად პროდუქტის პრეზენტაციაზე დასწრება და ა.შ

    I კურსი I სემესტრი
    ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები კომპანიის მფლობელებთან, მენეჯერებთან შეხვედრები I-III კურსი
    სტუდენტების მიერ ღონისძიებების ორგანიზება სპორტული და საქველმოქმედო ღონისძიებების, ასევე ლაშქრობების, გამოფენების, ივენთების, ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება და ა. შ I-IV კურსი

    საკუთარი ბიზნესის მართვა (რაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს GIPA)

    საიტის აწყობა, მართვა; საიტისთვის ინფორმაციის მოძიება, სტატიების მომზადება, რეკლამის მოზიდვა და ა.შ II-III კურსი
    კვლევების ჩატარება კვლევების ჩატარება საიტისთვის და სხვადასხვა ბიზნესებისთვის

    I კურსი II სემესტრი

    IV კურსი I სემესტრი

    პრაქტიკა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, განსხვავებული პროდუქტის ერთჯერადი რეალიზაცია, სხვადსხვა ორგანიზაციაში მუშაობა

    II კურსი

    IV კურსი I სემესტრი

    ბიზნეს გეგმა არსებულ ბიზნესზე ან სტარტაპზე ბიზნეს გეგმის დაწერა

    III კურსი

    IV კურსი II სემესტრი (სადიპლომო პროექტი)

    I კურსი

    I სემესტრი

    ინგლისური ენა I/ II/ III/ IV - 4 ECTS
    ინფორმაციის დამუშავების ტექნიკა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები - 3 ECTS

    თვითმენეჯმენტისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება - 2 ECTS

    ეკონომიკა I - 4 ECTS
    ბიზნესი I - 6 ECTS
    მათემატიკური უნარები - 3 ECTS
    მსოფლიო ცივილიზაციები - 4 ECTS
    ბიზნესის ლაბორატორია I - 2 ECTS

    II სემესტრი

    ინგლისური ენა II/ III/ IV
    მონაცემთა პროფესიული დამუშავება და ბიზნესის მოდელირება ელექტრონული ცხრილის ბაზაზე
    ეკონომიკა II
    ბიზნესი II
    რაოდენობრივი ანალიზის საფუძვლები II
    მსოფლიო ცივილიზაციები II

    II კურსი

    III სემესტრი


    ინგლისური III/ IV
    ბიზნესის მოდელირება და ანალიზი
    ალბათობის თეორია და სტატისტიკა ბიზნესისთვის I
    მენეჯმენტი 1
    ფინანსები I
    მარკეტინგი 1
    ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები
    ბიზნესის ლაბორატორია III

    IV სემესტრი

    ინგლისური IV
    ალბათობის თეორია და სტატისტიკა ბიზნესისთვის II
    მენეჯმენტი II
    ფინანსები II
    მარკეტინგი II
    ბიზნეს ინოვაციები
    ბიზნესის ლაბორატორია IV

    III კურსი

    V სემესტრი

    მონაცემთა ბაზების პროექტირების და მართვის სისტემა
    მართვის ინფორმაციული სისტემები
    ოპერაციათა კვლევა
    მარკეტინგული კვლევა
    აღრიცხვა და ანგარიშგება I
    შესავალი ფსიქოლოგიაში
    ბიზნესის ლაბორატორია V

    VI სემესტრი

    აღრიცხვა და ანგარიშგება II
    ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები
    პროექტების მართვა, პროექტების შექმნისა და მართვის სისტემა Ms Project - ის ბაზაზე
    საერთაშორისო ბიზნესის გამოყენებითი კურსი - ექსპორტის მენეჯმენტი
    გაყიდვების პროცესის მართვა
    შესავალი სოციოლოგიაში
    ბიზნესის ლაბორატორია VI

    IV კურსი

    VII სემესტრი

    ლიდერობა I
    ბიზნესის ეთიკა
    ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
    ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები
    შესავალი ფილოსოფიაში
    ბიზნესის ლაბორატორია V

    VIII სემესტრი

    ლიდერობა II
    ინვესტიციები
    ბრენდინგი
    პრაქტიკა
    ფინალური პროექტი


    იხილეთ საგნების მოკლე აღწერა

    ლექტორები

    გიორგი თურქია

    გიორგი თურქია

    ბიზნესის საფუძვლები

    ნიკოლოზ აბუაშვილი

    ნიკოლოზ აბუაშვილი

    ბიზნეს მოდელირება და ანალიზი, მარკე ...

    რევაზ ვაჩნაძე

    რევაზ ვაჩნაძე

    ცვლილებების მართვა (მაგისტრატურაში) ...

    ლევან ნებიერიძე

    ლევან ნებიერიძე

    მენეჯმენტი

    კახა ჯელია

    კახა ჯელია

    მსოფლიო ცივილიზაციები

    შალვა ახრახაძე, CFA

    შალვა ახრახაძე, CFA

    მაკროფინანსები - ანალიზი და რისკები

    ვანო ცერცვაძე

    ვანო ცერცვაძე

    ინფორმაციის დამუშავების ტექნიკა, ეკ ...

    ალექს ჩიქოვანი

    ალექს ჩიქოვანი

    დიმიტრი დათუსანი

    დიმიტრი დათუსანი

    გაყიდვების პროცესის მართვა

    დალი ცატავა

    დალი ცატავა

    ბიზნეს ლაბორატორია

    თომას ბრეტ

    თომას ბრეტ

    ანანო გორგოძე

    ანანო გორგოძე

    საჯარო გამოსვლები, პრეზენტაციის უნ ...

    ფრიდონ დვალიშვილი

    ფრიდონ დვალიშვილი

    პრეკალკულუსი, რაოდენობრივი ანალიზის ...

    ზაზა აკობია

    ზაზა აკობია

    დავით ხუციშვილი

    დავით ხუციშვილი

    თამარ ცხვიტავა

    თამარ ცხვიტავა

    ლევან კოკაია

    ლევან კოკაია

    სამართალი

    ნათია ჭიღვარია

    ნათია ჭიღვარია

    ინგლისური ენა

    თეა გელენიძე

    თეა გელენიძე

    ჯულიეტა გაგლოშვილი

    ჯულიეტა გაგლოშვილი

    ინფორმაციის დამუშავების ტექნიკა და ...

    დეა ღვაბერიძე

    დეა ღვაბერიძე

    ეკონომიკა

    მაია ჭინჭარაშვილი

    მაია ჭინჭარაშვილი

    მაკა დაუშვილი

    მაკა დაუშვილი

    კონსტანტინე ჭანტურია

    კონსტანტინე ჭანტურია

    ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთ ...

    ქეთი კვინიკაძე

    ქეთი კვინიკაძე

    ზურა კერძევაძე

    ზურა კერძევაძე

    ქეთი მუხიგული

    ქეთი მუხიგული

    შესავალი ფილოსოფიის ისტორიებში, მარ ...

    ნინო ამონაშვილი

    ნინო ამონაშვილი

    გიორგი ანდღულაძე

    გიორგი ანდღულაძე

    ზაზა თორია

    ზაზა თორია

    ადმინისტრაცია

    გიორგი თურქია

    გიორგი თურქია

    ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ხელმძღვანელი

    ვანო ცერცვაძე

    ვანო ცერცვაძე

    ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

    ლევან ყურაშვილი

    ლევან ყურაშვილი

    ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

    დაგვიკავშირდით

    • იეთიმ გურჯის ქ. #9, თბილისი, 0105, საქართველო
    • (+995) 32 2497500
    • v.tsertsvadze@gipa.ge