
GIPA-მ, სტუდენტების მხარდასაჭერად, საუნივერსიტეტო ფონდი შექმნა, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოება და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერაა.
საუნივერსიტეტო ფონდის მეშვეობით, GIPA 2026 წელს და შემდგომ წლებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის დაფინანსების ახალ მექანიზმებს შესთავაზებს. ამავე ფონდის საშუალებით, უნივერსიტეტის მოქმედ სტუდენტებს საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
ინიციატივა განათლების საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საუნივერსიტეტო ფონდი სამართლიანობის, თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების შესაბამისად იმოქმედებს. მისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნდება.
აკადემიური სასწავლო გრანტის გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით და განხორციელდება ერთჯერადად ან/და განსაზღვრული განრიგით.
საუნივერსიტეტო ფონდის წყაროები:
GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი ფორმირდება სხვადასხვა წყაროებიდან, რაც მის მდგრადობასა და ეფექტურობას უზრუნველყოფს . ფონდის ფინანსური რესურსები მოიცავს:
საუნივერსიტეტო ფონდის მართვა
საუნივერსიტეტო ფონდს ადმინისტრირებას უწევს უნივერსიტეტის ფინანსური სამსახური, რომელიც ფონდის რესურსების მიზნობრივ განკარგვაზეა პასუხისმგებელი. ფინანსური სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე.
საუნივერსიტეტო ფონდიდან დაფინანსების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო დასკვნის საფუძველზე მიიღება.
ფონდის მართვა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ამ პრინციპების დაცვა უზრუნველყოფს, რომ ფონდის ყოველი ბენეფიციარი თანაბარ პირობებში იმყოფებოდეს.
საუნივერსიტეტო ფონდის მიზნობრიობა
საუნივერსიტეტო ფონდში არსებული ფინანსური რესურსი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისათვის:
იმ შემთხვევაში, თუ შემომწირველი თანხის კონკრეტულ მიზანს წერილობით განსაზღვრავს, ფონდი რესურსს მხოლოდ მითითებული პირობების შესაბამისად განკარგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შემოწირულობა ზუსტად იმ მიმართულებით გამოიყენება, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდის საშუალებით უნივერსიტეტში მოქმედებს დაფინანსების შემდეგი მიმართულებები:
სწავლის დაფინანსება პირველკურსელთათვის:
პირველკურსელთა დაფინანსების წესი ვრცელდება 2026 წელს და მომდევნო წლებში უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებზე.
პირველ კურსზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის (აბიტურიენტთათვის) სასწავლო გრანტის პირობები დგინდება ყოველწლიურად, უნივერსიტეტის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად. დაფინანსების მოცულობა, კრიტერიუმები (მაგ: ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგი, შიდა საგრანტო კონკურსი და სხვ.) და მისაღები კონტინგენტის რაოდენობა რექტორის ბრძანებით მტკიცდება. აღნიშნული პირობები საჯაროა და ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სასწავლო წლის დაწყებამდე გონივრული ვადით ადრე.
2026 წლის შემოდგომიდან, საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი, 2026-2027 სასწავლო წელს სწავლას დაუფინანსებს შემდეგი პირობებით:
|
საგანმანათლებლო პროგრამა |
საუნივერსიტეტო დაფინანსების მოცულობა პირველ წელს |
დაფინანსების საფუძველი |
|
|
1 |
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა |
1000 ლარი |
|
|
2 |
ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა |
1000 ლარი |
|
|
3 |
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა |
1000 ლარი |
|
|
4 |
პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა |
1000 ლარი |
|
|
5 |
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა |
1000 ლარი |
|
|
6 |
სამართლის საბაკალავრო პროგრამა |
1000 ლარი |
|
|
7 |
ციფრული მედია და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა |
1000 ლარი |
|
|
8 |
აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა |
1000 ლარი |
|
|
9 |
ვიზუალური კომუნიკაცია (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინის) საბაკალავრო პროგრამა |
2250 ლარი |
|
|
10 |
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა |
2500 |
|
|
11 |
მულტი-მედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა |
2500 |
|
შენიშნვა: დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით, არაუმეტეს “დაფინანსების საფუძველში” მითითებული ოდენობისა.
სარეიტინგო დაფინანსება: სწავლის დაფინანსება უნივერსიტეტში 2026 წლის თებერვლის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტთათვის
მოქმედი სტუდენტებისთვის (რომლებიც GIPA-ში ჩაირიცხნენ 2026 წლის თებერვლის ჩათვლით), შესაბამისი სკოლების აკადემიური საბჭოების გადაწყვეტილებით, საუნივერსიტეტო სწავლის დაფინანსება განისაზღვრა შემდეგი პირობებითა და მოცულობით:
|
პროგრამა |
დაფინანსების საფუძველი და მოცულობა |
|
|
1 |
ციფრული მედია და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა |
სწავლის მეორე წლიდან სტუდენტები, რომელთაც ახალი სემესტრის დაწყებამდე კურსზე/ჯგუფში ყველაზე მაღალი, მინიმუმ 3,8 GPA უფიქსირდებათ, მიიღებენ შესაბამისი სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას 3000 ლარის ოდენობით. დაფინანსების მისაღებად აუცილებელია, სტუდენტს შესაბამის პერიოდამდე კურიკულუმით განსაზღვრულ ყველა საგანში დადებითი შეფასება ჰქონდეს. |
|
2 |
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა |
სწავლის მეორე წლიდან:
ა) 100%-იანი და 70%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს, თუ მათი GPA 3,2 ან მეტი იქნება, უნივერსიტეტი სწავლის წლიურ საფასურს 2250 ლარის ოდენობით დაუფინანსებს. ბ) 50%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს, რომელთა GPA სწავლის მეორე წლიდან 3,2 ან მეტი იქნება, უნივერსიტეტი შესაბამისი წლის სწავლის წლიურ საფასურს 1000 ლარის ოდენობით დაუფინანსებს. |
|
3 |
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა |
სწავლის მეორე წლიდან სტუდენტები, რომელთა GPA 3,5 ან მეტი იქნება, კურსის რეიტინგის შესაბამისად ისარგებლებენ 1000 ლარამდე სემესტრული დაფინანსებით:
სტუდენტებს, რომელთაც მაქსიმალური GPA (4.0) ექნებათ, მომდევნო სემესტრში სწავლა 100%-ით დაუფინანსდებათ. დაფინანსების მისაღებად აუცილებელია, სტუდენტს შესაბამის პერიოდამდე კურიკულუმით განსაზღვრულ ყველა საგანში დადებითი შეფასება ჰქონდეს. |
|
4 |
პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა |
|
|
5 |
სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა |
|
|
6 |
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა |
|
|
7 |
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა |
|
|
8 |
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა |
სწავლის მეორე წლიდან სემესტრული დაფინანსებით ისარგებლებს ხუთი სტუდენტი. რეიტინგით პირველი ორი მიიღებს მომდევნო სემესტრის 1000-ლარიან დაფინანსებას, ხოლო შემდეგ სამ სტუდენტს მომდევნო სემესტრის სწავლა 700 ლარით დაუფინანსდება. დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომლებმაც კურიკულუმით განსაზღვრული წინა სემესტრის ყველა საგანი გაიარეს და GPA-ს რეიტინგში პირველი ხუთი ადგილი დაიკავეს. დაფინანსებას სტუდენტი ვერ მიიღებს, თუკი წინა საანგარიშო სემესტრში რომელიმე საგანში C-ზე დაბალი შეფასება აქვს. |
|
9 |
სამართლის საბაკალავრო პროგრამა |
|
|
10 |
აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა |
პროგრამის ყოველწლიური სასტიპენდიო ფონდია 27 000 ლარი. სტიპენდია გაიცემა პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კურსზე, Portfolio Review-ს რეიტინგის მიხედვით:
ჩაბარებისას პირველი წლის სტიპენდია გაიცემა გასაუბრებისა და საკონკურსო ნამუშევრის/პორტფოლიოს შეფასების შედეგად, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე კურსზე - სამი დამოუკიდებელი ჟიურის მიერ პორტფოლიოს განხილვის შედეგად. სტიპენდიის მისაღებად ქულათა შეფასების ჯამი მაქსიმალური ქულის ⅔-ს უნდა აღემატებოდეს. დაფინანსების მისაღებად (მეორე კურსიდან) აუცილებელია, სტუდენტს შესაბამის პერიოდამდე კურიკულუმით განსაზღვრულ ყველა საგანში დადებითი შეფასება ჰქონდეს. |
|
11 |
ვიზუალური კომუნიკაცია (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინის) საბაკალავრო პროგრამა |
დაფინანსება განისაზღვრება ყოველწლიური Portfolio Review-ს რეიტინგით. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში სავალდებულო შემოქმედებითი კონკურსი (Portfolio Review) ტარდება GIPA-ში ეროვნულ გამოცდებამდე. აბიტურიენტი პორტფოლიოს რეიტინგით მოიპოვებს თანადაფინანსებას პირველი სასწავლო წლისთვის. პირველი წელი - შემოქმედებითი კონკურსის/პორტფოლიოს რეიტინგის მიხედვით:
მეორე და მესამე წელი - დამოუკიდებელი ჟიურის Portfolio Review-ს რეიტინგის მიხედვით:
დაფინანსების მისაღებად (მეორე კურსიდან) აუცილებელია, სტუდენტს შესაბამის პერიოდამდე კურიკულუმით განსაზღვრულ ყველა საგანში დადებითი შეფასება ჰქონდეს. |
|
12 |
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგსტრო პროგრამა |
სტუდენტს, რომელსაც პირველი კურსის შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალი, მინიმუმ 3,5 GPA ექნება, მეორე კურსზე სწავლა 100%-ით დაუფინანსდება. თუ ორ ან მეტ სტუდენტს ერთნაირი, ყველაზე მაღალი GPA ექნებათ, მეორე კურსზე გადასახდელი თანხა (3800 ლარი) გაიყოფა ამ სტუდენტთა რაოდენობაზე და ისინი მიღებული თანხით დაფინანსდებიან. დაფინანსების მისაღებად აუცილებელია, სტუდენტს შესაბამის პერიოდამდე კურიკულუმით განსაზღვრულ ყველა საგანში დადებითი შეფასება ჰქონდეს. |
|
13 |
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა |
დაფინანსების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უახლოეს მომავალში |
|
14 |
გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა |
|
|
15 |
ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა |
|
|
16 |
საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა |
პირველი კურსის დასრულების შემდეგ რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ სტუდენტს ერთი წლის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება. რეიტინგში მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზემყოფი სტუდენტები შესაბამისად 50%-ით, 30%-ითა და 20%-ით დაფინანსდებიან. დაფინანსების მისაღებად აუცილებელია, სტუდენტს შესაბამის პერიოდამდე კურიკულუმითგანსაზღვრულ ყველა საგანში დადებითი შეფასება ჰქონდეს. |
|
17 |
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა |
სწავლის მეორე წლიდან, წინა სემესტრის GPA-ს მაჩვენებლის მიხედვით, პროგრამის ორი საუკეთესო სტუდენტის სწავლა დაფინანსდება მომდევნო სემესტრის საფასურის 50%-ით. დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომლებმაც კურიკულუმით განსაზღვრული წინა სემესტრის ყველა საგანი გაიარეს. დაფინანსებას სტუდენტი ვერ მიიღებს, თუკი წინა საანგარიშო სემესტრში რომელიმე საგანში B-ზე დაბალი შეფასება აქვს. თუ კურსზე მაგისტრანტების რაოდენობა 12-ს არ აღემატება, გაიცემა მხოლოდ ერთი სტიპენდია. |
შენიშნვნა: იმ შემთხვევაში, თუკი ორ ან მეტ სტუდენტს უფიქსირდება იდენტური GPA, დასაფინანსებელი თანხის მოხულობა თანაბრად გაიყოფა შესაბამისი სტუდენტების რაოდენობაზე (იმ პროგრამებზე, რომლებზეც სწავლის დაფინანსების საფუძველი არის სტუდენტის GPA).
სხვა ინდივიდუალური დაფინანსებები
სხვა ინდივიდუალური დაფინანსება შესაძლოა გავრცელდეს უნივერსიტეტში მოქმედ ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, შემდეგ პირებზე:
- უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე;
- უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო
- პროგრამების კურსდამთავრებულებზე;
- დედმამიშვილებზე უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის
შემთხვევაში;
- სხვა ცალკეულ შემთხვევაში, რექტორის გადაწყვეტილებით.
გაქვს იდეა, რომელიც შეიძლება იქცეს რეალობად?
GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი კონკურსის წესით სტუდენტურ პროექტებს აფინანსებს.
როგორ მუშაობს:
გასათვალისწინებელია, რომ დისციპლინური სახდელის მქონე სტუდენტს სახდელის მოქმედების ვადით ეზღუდება დაფინანსების მიღების უფლება.
შენიშვნა: ეს წესი ვრცელდება 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე.
გამჭვირვალობა და საჯაროობა GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდის ფუნდამენტური ღირებულებებია. ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში, არაუგვიანეს 15 სექტემბრისა, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება ფონდის ყოველწლიური ანგარიში.
ანგარიში მოიცავს საანგაროიშო წლის 1 სექტემბრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს და ასახავს:
შემომწირველთა ვინაობა ანგარიშში ქვეყნდება მხოლოდ მათი წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. ანგარიში საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდის მხარდაჭერა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
საუნივერსიტეტო ფონდს აქვს საკუთარი საბანკო ანგარიში. საუნივერსიტეტო ფონდში თანხის შეტანა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშის რეკვიზიტები: GE49TB7969136020100004 / GEL
დანიშნულებაში მიუთითეთ: სტუდენტთა მხარდაჭერა (ან მიუთითეთ კონკრეტული მიზნობრიობა).