ეკონომიკა

მიღების წინაპირობები

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სამ სავალდებულო საგანთან ერთად სტუდენტს სავალდებულო მეოთხე საგნად შეუძლია აირჩიოს:

  • მათემატიკა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ლიტერატურა
  • სამოქალაქო განათლება

ჩასაბარებელი უცხო ენა - მხოლოდ ინგლისური

მობილობა

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ეკონომიკის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  სტუდენტთა  მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია  წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ.
  • ფოტოსურათი (3x4) + ციფრული ფოტოსურათი
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
  • სწავლის წლიური გადასახადის 20% ის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსელთა საყურადღებოდ

მოგახსენებთ, რომ პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, 12.00-17.00. მისამართზე: გორგასლის #101 (ორთაჭალა)

საბუთების ჩამონათვალი:
1. პირადობის მოწმობის ასლი; 
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ. 
3. ფოტოსურათი (3x4) + ციფრული ფოტოსურათი
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
5. სწავლის წლიური გადასახადის 20% ის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)

ანგარიშის ნომერია:

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:


ხათუნა ბერაია  -  Email:  kh.beraia@gipa.ge  Mob: +995 599 61 17 17

 

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის ბაკალავრი/BA in Economics

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი

სწავლების ენა:  ქართული

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი:  აკადემიური

ეკონომიკის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:

  • სიღმისეული თეორიული ცოდნა ფუნდამენტური ეკონომიკური თეორიებისა და ძირითადი ეკონომიკური დოქტრინების შესახებ;
  • ფუნქციონალური ეკონომიკური დისციპლინების და დარგობრივი ეკონომიკის თავისებურებათა საფუძვლიანი ცოდნა.

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:

  • ეკონომიკის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა უნარები
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პროფესიული ეთიკის სტანდარტების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.

დასაქმების სფერო:

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები  დასაქმდებიან სახელმწიფო ორგანიზაციებში, სამრეწველო და სხვა პროფილის კერძო კომპანიებში, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში.

სწავლის საფასური

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სწავლის წლიური საფასური: 4500 ლარია

სწავლის დაფინანსება

1000 ლარი ყველა სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში (100%,70% და 50%) სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში.

---

ძვირფასო სტუდენტებო, როგორც იცით, GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა.

სისტემა გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტების დაჯილდოვებას, ზრუნავს მათი მოტივაციის გაზრდაზე და რეიტინგის შესაბამისად უფინანსებს მათ სწავლის საფასურს. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ 100%-ით. 

გისურვებთ მაღალ შეფასებებს და სწავლის წარმატებით დასრულებას!

სტიპენდიების და გრანტების სისტემა

    • სწავლების მეორე წლიდან, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სოციალურ მეცნიერებათა სკოლიდან მიიღონ გრანტი სწავლის დასაფინანსებლად
    • იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს დაფინანსება, მისი GPA აუცილებლად უნდა შეადგენდეს 3.5 ან მეტს
    • სტუდენტებს, რომელთა GPA იქნება მაქსიმალური (4.0) მომდევნო სემესტრში  სწავლა დაუფინანსდებათ 100%-ით
    • თუ სტუდენტის GPA არ შეადგენს 4.0-ს, მაგრამ ბოლო 2 სემესტრის მანძილზე ყველა საგანში მიღებული აქვს შეფასება A (და მისი GPA 3.5 ან მეტია) მას მომდევნო სემესტრში სწავლა  100%-ით დაუფინანსდება
      • სტუდენტებს, რომელთა GPA  იქნება 3.5 ან მეტირეიტინგის მიხედვით, მომდევნო სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ შემდეგნაირად:  1-70%;  2-60%; 3-50%;  4-40%;  5-30% 
    • სტუდენტი, რომელსაც სემესტრში ერთი საგანი მაინც ექნება 'გამოტოვებული' (გამოიყენებს ე.წ. 'დროფ სისტემას') სტიპენდიას ვერ მოიპოვებს
    • თუ სტუდენტს, ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად აქვს სახელმწიფო გრანტი, სკოლა სტუდენტს დაუფინანსებს სხვაობას სწავლის დადგენილ საფასურსა და მოპოვებულ გრანტს შორის

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გრანტი/დაფინანსება  არ გაიცემა შემოსავლის სახით. უნივერსიტეტის გრანტის/დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება გრანტის შესაბამისი თანხის ოდენობის გადასახადისაგან  

    ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა უმეტესობა ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება სტუდენტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, მიკრო- და საბოლოო სასწავლო პროექტები. პროგრამის კურიკულუმი და მთლიანად აკადემიური პროცესი მომავალ სპეციალისტებს არჩეულ და/ან მომიჯნავე სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.

    იხილეთ კურიკულუმი

    დაგვიკავშირდით

    • თბილისი, გორგასლის ქუჩა #101, მე-2 სართული.
    • (995) 32 2 497549