ლექტორები

რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, GIPA-ში 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე: “პოლიტიკური ფსიქოლოგია”, “სტრესის ფსიქოლოგია”, “პიროვნების ფსიქოლოგია”. ამავდროულად ის არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქოლოგიის მიმართულების  ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს/წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი; საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი; სოროსის ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ განათლებისა და ახალგაზრდობის პროგრამების საბჭოს წევრი; განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 1992-1995 და1995-1999  წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი , განათლების კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე. 1993-1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი, პრეს-მდივანი.

რამაზ საყვარელიძე სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციებს ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში, რობაქიძის სახ. უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, მონაწილეობდა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განათლების პროექტებში. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო შრომა ფსიქოლოგიის საკითხებზე. მონაწილეობას იღებს ფორუმებსა და კონფერენციებში. სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში. ამჟამად მონაწილეობს შოთა რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის  გრანტში „განწყობის თეორიის ცნებითი აპარატის დადგენა“  ( 2015-2018).