მოწვეული ლექტორები

გიორგი ბაქრაძე

ეკონომიკის საფუძვლები, საერთაშორისო ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა

გიორგი ბაქრაძე GIPA-ში უძღვება ეკონომიკის საფუძვლების, საერთაშორისო ეკონომიკის, მიკრო და მაკრო ეკონომიკების კურსებს. ამავდროულად არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მრჩეველი კვლევების დარგში, კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი და აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმე" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევა და პუბლიკაცია. იგი ფლობს უილიამსის კოლეჯის (აშშ) განვითარების ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის (მაგისტრის წოდების ეკვივალენტი) ხარისხს თეორიულ ფიზიკაში. არის არაერთი სასერტიფიკატო კურსისა და სემინარის მონაწილე.

განათლება/პროფესია : ეკონომისტი

გამოცდილება :

  • მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში
  • მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
  • მიწვეული ლექტორი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
  • მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • უფროსი მრჩეველი კვლევების დარგში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის

ცენტრში (EPRC)

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალის „ეკონომიკა და საბანკო საქმე“

მთავარი რედაქტორი

  • კომპიუტერული ცოდნის გავრცელების საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი
  • კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების აღმასრულებელი

დირექტორი

მოქმედი სამსახური:

  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტის მრჩეველი

კვლევები და პუბლიკაციები:

  • აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში შემოსავლის განაწილების უცნაურობები
  • TFP-ს ზრდა სამხრეთ კორეაში 1961-1990 წლებში.
  • ეკონომიკური ალმასი, თუ ალმასების ეკონომიკა
  • სახელმწიფო ხარჯებისა და უმუშევრობის დაყვანილი VAR ანალიზი
  • გაცვლითი კურსის დინამიკის სტრუქტურული VAR ანალიზი
  • გლობალიზაცია და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა განვითარებად ეკონომიკებში
  • საქართველოში ლარის გაცვლითი კურსსა და ინფლაციას შორის კოინტეგრაციის საკითხები და მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის თეორია
  • საპროცენტო განაკვეთების ფორმირების თვისებები საქართველოს ეკონომიკაში
  • ლარის გაცვლითი კურსის მოდელირება (თ. მდივნიშვილთან ერთად, სებ)
  • ინფლაციის თარგეტირება საქართველოში: მზად ვართ? (ა. ბილმაიერთან ერთად, IMF working paper No 07/193)
  • მცირე მასშტაბის NK DSGE მოდელის შექმნა საქართველოსთვის - სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა (სებ, 2010-2011)
  • FPAS მოდელის შექმნა საქართველოსთვის - სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა (სებ)
  • რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პრიორიტეტებთან (ნ. ევგენიძე, ი. გურული, თ. ხორბალაძე. გ. ბაქრაძე, EPRC, 2015)
  • Focus on Russia: Georgia under Russian Expansionism and Financial Crisis (EPRC, 2015)
  • Focus on Armenia: Eurasian Customs Union gets closer to Georgian Borders (EPRC, 2014)
  • 2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი: მიზეზები და ინტერპრეტაციები („ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ტომი 2, N2)
  • გიორგი ბარბაქაძე, გიორგი ბაქრაძე, სალომე თვალოძე, ზვიად ზედგინიძე - „გაცვლითი კურსის განმსაზღვრელი ფაქტორები“ („ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ტომი 2, N1)
  • “Balance of Payments Shock and GEL Depreciation: Causes and Policy Response” in “Ongoing Issues in Georgian Policy and Public Administration, Westphalia press, 2017

 

ინტერესი - ინტელქტუალური თამაშები, კლასიკური მუსიკა, კითხვა