მოწვეული ლექტორები

ზურაბ აგლაძე

კონფლიქტოლოგია და საქართველოს სამეზობლოს გეოპოლიტიკა

დაბადების თარიღი: 18 აპრილი,1977

ელფოსტა: agladzezurab@gmail.com

ზურაბ აგლაძე GIPA-ში კითხილობს "კონფლიქტოლოგიისა" სა "საქართველოს სამეზობლოს გეოპოლიტიკის" კურსს. ამავდროულად არის "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი. 2016 წლის დეკემბრიდან ასევე პროექტების, ავანი ჰესისა და ხრამის კასკადის მენეჯერია. მას 18 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, საგანმანათლებლო სფეროსა და მენეჯერულ საქმიანობაში.ზურაბ აგლაძე არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. 2016 წლის დეკემბრიდან ასევე პროექტების, ავანი ჰესისა და ხრამის კასკადის მენეჯერია. მას 18 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, საგანმანათლებლო სფეროსა და მენეჯერულ საქმიანობაში.
1998 წელს ზურაბ აგლაძე იყო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში, სწრაფი რეაგირების ბატალიონის, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ასეულის და სპეციალური ოპერაციების სკოლის საბჭოს თავმჯდომარე. 2003-2004 წლებში მე-16 სამთო მსროლელ ბატალიონს, ხოლო 2004-2007 წლებში მეორე ქვეით ბრიგადას მეთაურობდა. 2007 წელს იყო საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ერაყში. ასევე 2007-2008 წლებში მეთაურობდა მე-5 ქვეით ბრიგადას. 2008-2009 წლებში სახმელეთო ჯარების სარდალი, ხოლო 2009 წელს წვრთნების, დოქტრინებისა და განათლების სარდალი იყო. 2010-2013 ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი. 2013 დან 2015-მდე ხელმძღვანელობდა კომპანია “Dexus”-ის ჯგუფის უსაფრთხოებას. ზურაბ აგლაძემ დაამთავრა გაერთიანებულ სამხედრო აკადემია, ბაკალავრის ხარისხი (1994-1998წწ); გაიარა სამშვიდობო ოპერაციების მომზადებისა და დაგეგმვის კურსი (საბერძნეთი--2002წ); მსუბუქ ქვეითთა ოფიცრის საბრძოლო კურსი, რეინჯერების კურსი და საპარაშუტო სადესანტო სკოლა (აშშ, ფორტ ბენინგი--2002-2003წწ) ; 2005-2006 წწ. სამეთაურო საშტაბო კოლეჯში, აშშ, კანზასი ფორტი ლევენვორსი; 2009-2010 წწ. USAWC დაამთავრა აშშ არმიის ომის კოლეჯი მიიღო - მაგისტრის ხარისხი სტრატეგიასა და უსაფრთხოებაში, აშშ, პენსილვანია(2009-2010წლებში); აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „GIPA” დოქტორის ხარისხი ენერგო უსაფრთხოებაში.