მიღების წინაპირობები
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები ( მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის ):
ნებისმიერი არჩევითი საგანი
ჩასაბარებელი უცხო ენა - მხოლოდ ინგლისური
მობილობა
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს.
თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)
ანგარიშის ნომერია:
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის ბაკალავრი/BA in Economics
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური
ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:
ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:
დასაქმების სფერო:
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სახელმწიფო ორგანიზაციებში, სამრეწველო და სხვა პროფილის კერძო კომპანიებში, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში.
სწავლის ღირებულება
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3250 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის პირველ ნომრად შემოხაზვის შემთხვევაში, სტუდენტი პირველ სასწავლო წელს მიიღებს 1000 ლარიან ფასდაკლებას.
სწავლების მეორე წლიდან სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ:
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ფასი, პროგრამის პირველ ნომრად შემოხაზვის შემთხვევაში (1000 ლარი) + სახელმწიფო გრანტი:
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ფასი, მხოლოდ სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში:
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა უმეტესობა ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება სტუდენტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, მიკრო- და საბოლოო სასწავლო პროექტები. პროგრამის კურიკულუმი და მთლიანად აკადემიური პროცესი მომავალ სპეციალისტებს არჩეულ და/ან მომიჯნავე სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსელთა საყურადღებოდ
მისამართზე: გორგასლის #101 (ორთაჭალა)
საბუთების ჩამონათვალი:
სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს.
GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი გთავაზობთ ორმაგ დიპლომს ტროის უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტებს შეუძლიათ პირველი სამი წელი ისწავლონ ჯიპას ბაკალავრიატში, ერთი წელი კი ტროის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გადაიხდიან საფასურის მხოლოდ ნახევარს. ორმაგი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებში. ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს აიღოს ამერიკული დიპლომი დაახლოებით 18 000 დოლარად.
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) The Hague University of Applied Sciences
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University
ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.
EDHEC-ის ბიზნეს სკოლა (საფრანგეთი) EDHEC Business School
EDHEC-ის ბიზნეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ნიცაში ან ლილში.
ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) Leipzig University of Applied Sciences
ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლაიფციგში.
ჰანოვერის უნივერსიტეტი (გერმანია) Leibniz Universität Hannover
ჰანოვერის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰამოვერში.
ვაიომინგის უნივერსიტეტი (USA, Laramie, Wyoming)
ვაიომინგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მიმდინარეობს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ასევე ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.
კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)
უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ კალიარიში.
პერუჯის უნივერსიტეტი (Italy, Perugia)
პერუჯის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პერუჯაში. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს იტალიიდან.
ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
ბრატისლავას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბრატისლავაში.
პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში.
დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი (Poland, Dąbrowa Górnicza)
დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.
რიჟეკას უნივერსიტეტი (Croatia, Rijeka)
რიჟეკას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ რიჟეკაში.
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (Germany, Berlin)
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის თებერვალში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბერლინში.
სალომე ჩხეიძე
ეკონომიკის საბაკალავრო პოგრამის კოორდინატორი