ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი

მერაბ კაკულია

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი

სრული პროფესორი; ეკონომიკის დოქტორი; კითხულობს ლექციებს ეკონომიკასა და საერთაშორისო ეკონომიკაში. 2005 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მისი კვლევის სფერო მოიცავს მაკროეკონომის, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის, საბანკო საქმისა და ფინანსების აგრეთვე საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებს.  1987-1992 და 2000-2005 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი.

1993-2005 წლებში მერაბ კაკულია მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 40 მეცნიერული პუბლიკაცია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.