• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • აუდიო-ვიზუალური ხელოვნება

    მოძრავი გამოსახულების შექმნამ სამყაროს სურათების ახლებური წაკითხვის საშუალება მოგვცა და საზოგადოების აღქმები შეცვალა.

    ფოტოგრაფია, შემდეგ კინო და ვიდეო გამოსახულება, ამბის გადაცემის მთავარი მედიუმი გახდა XX საუკუნეში.

    დღეს, ციფრულმა მედიამ და ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი ვიზუალური ფორმები გააჩინა და მიღწევებთან ერთად გამოწვევებიც მოიტანა.

    GIPA-ს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა (AVA) აუდიოვიზუალური თხრობის კლასიკურ და თანამედროვე ფორმებს შეასწავლის სტუდენტებს, რაც ამ პროგრამის შექმნამდე ქართული სასწავლო სივრცისთვის არ იყო ხელმისაწვდომი.

    რატომ ეს პროგრამა?

    • გექნება საშუალება სწავლის პერიოდში მიიღო ორმაგი დიპლომი (dual degree) ბელგიის Thomas More University of Applied Sciences-თან თანამშრომლობით.
    • პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და პორტფოლიოს განვითარება — პრაქტიკულ პროექტებს შექმნი პირველივე სემესტრიდან.
    • თანამედროვე ფორმატები — ვიდეო ესე, ფაუნდ-ფუტიჯი, ექსპერიმენტული ფილმი, მულტიმედია.
    • ინდუსტრიაში მოქმედ პროფესიონალებთან მუშაობა
    • სტუდენტური ფილმების აქტიური საფესტივალო ცხოვრება


    რას ვისწავლი?

     

    მოკლემეტრაჟიანი (დოკუმენტური, მხატვრული, ექსპერიმენტული) ფილმის შექმნის ყველა ეტაპს - იდეიდან განხორციელებამდე:

    • ფოტოგრაფიას, ვიდეოგრაფიას და ვიზუალური თხრობის საფუძვლებს
    • კამერასთან მუშაობას და მონტაჟის ტექნიკას
    • სცენარის წერის ტექნიკას — დაწერ და განავითარებ სცენარს
    • დოკუმენტური კინოს საფუძვლებს — გადაიღებ დოკუმენტურ ფილმს
    • აუდიო-ვიზუალური თხრობის თანამედროვე და არაკონვენციურ ფორმებს. შექმნი ვიდეო ესეს, კომპილაციურ, ფაუნდ-ფუტიჯ და ექსპერიმენტულ კინოს
    • დადგმითი ფილმის სრულ ციკლს — იდეიდან დასრულებულ ნამუშევრამდე (რეჟისურა, კინომხატვრობა, კინოწარმოების მენეჯმენტს) — გადაიღებ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს.
    • პროდიუსირებას და პროექტის მართვას
    • საფესტივალო, საგამოფენო და საგრანტო პლატფორმებთან მუშაობის სტრატეგიებს.

     

    რა მეცოდინება?

    აუდიო-ვიზუალური პროექტის განხორციელება იდეს განვითარებიდან დასრულებულ პროექტამდე:
    გადაღება (საოპერატორო ხელოვნება), მონტაჟი, განათება, სცენარის წერა, ხმის ჩაწერა და მიქსი. ყოველივე ეს ინდუსტრიაში დამკვიდრებული პროგრამების გამოყენებით: Adobe Premiere, After effects, Davinchi Resolve, Protools, Nuendo 12 Izotope RX 9, DaVinci Resolve და სხვა.

    ასევე, პროდიუსირება, მედია პროექტების მარკეტინგი და მედია მეწარმეობა.


    საერთაშორისო dual degree-ის (ორმაგი დიპლომის) პროგრამაში სელექციის შემთხვევაში ბელგიაში Thomas More University of Applied Sciences ერთი სასწავლო წლის გატარების შემთხვევაში დამატებით შეიძენ ციფრული კომუნიკაციის და საერთაშორისო ჟურნალისტის უნარებსა და დიპლომს.

    ვინ ვიქნები?

    3 წელიწადში, შენ იქნები ვიზუალური კონტენტის მწარმოებელი, საავტორო ფილმის რეჟისორი, მონტაჟის რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი, ხმის ოპერატორი,, მეორე რეჟისორი, მულტიმედიური პროდუქტების ავტორი.

    ბენეფიტები

    • წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მესამე სასწავლო წელი გაატარონ ბელგიის Thomas Moore უნივერსიტეტში და მიიღონ dual degree (ორმაგი დიპლომი)
    • ყოველწლიურად უცხოელი პროფესიონალის ვორქშოპი/მასტერკლასი საგნის ფარგლებში.
    • ინდუსტრიაში აქტიურად ჩართული და წარმატებული პროფესიონალი პრაქტიკოს ლექტორებთან თანამშრომლობის და მათგან კინოინდუსტრიულ სტუდიებში უახლესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა.
    • ინტერნაციონალურ ონლაინ კლასში ერთობლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
    • საკუთარი პროექტების სტუდენტურ ფესტივალ GIPA DocU-ზე ჩვენება, ასევე ფიჩინგში მონაწილეობა და საკუთარი პროექტების განსახორციელებლად ფულადი ჯილდოს მოგების შესაძლებლობა.
    • საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობის მხარდაჭერა: პოსტპროდუქცია, საფესტივალო განაცხადების კოორდინაცია.
    • მიმდინარე რეალური კინოინდუსტრიული პროექტების გადაღებებზე სხვა და სხვა პროფილით მონაწილეობა.

    საფესტივალო ცხოვრება

    ჩვენ მხარს ვუჭერთ სტუდენტური პროექტების მონაწილეობას სხვადასხვა ცნობილ ფესტივალებზე.

    ჩვენი სტუდენტების ფილმები ნაჩვენები იყო ისეთ განმსაზღვრელ ფესტივალების საკონკურსო პროგრამებში, როგორებიცაა ობერჰაუზენის მოკლე ფილმების ფესტივალი, ბერლინალე და სხვა.

    დამატებითი ინფორმაცია იხ. ავა-ს ვებ-გვერდზე >>

    აუდიო-ვიზუალური ხელოვნების პროგრამის მოკლე აღწერა

    კურიკულუმი

    მისაღები ადგილების რაოდენობა: 25

    პროგრამის კოდი აბიტურიენტთა ცნობარში: 1530101

    სწავლების ენა: ქართული

    სწავლის დაწყების თარიღი: 22 სექტემბერი

    ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:

    1. ქართული ენა და ლიტერატურა
    2. ინგლისური ენა
    3. მესამე სავალდებულო საგნად აბიტურიენტი ირჩევს შემოთავაზებული ოთხიდან ერთ-ერთს: 
    • მათემატიკა (10 ადგილი)
    • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (7 ადგილი)
    • ლიტერატურა (3 ადგილი)
    • ისტორია (5 ადგილი)

    *ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის

    საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი:

    • რომელსაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი
    • რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები
    • რომელმაც წარმატებით გაიარა შემოქმედებითი კონკურსი

    პირველკურსელთა რეგისტრაცია

    სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, 1 სექტემბრიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით: https://portal.gipa.ge/bachelor

    რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
    • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი
    • 1 ფოტოსურათი, ზომით ¾
    • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
    • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.

     

    ხელშეკრულების გაფორმება:

    მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიგზავნება სტუდენტის მიერ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (E-mail-ზე), პლატფორმა Signify-ის საშუალებით.

     

    • იმ პირველკურსელმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის), სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს კანონიერი წარმომადგენლის (მაგ: მშობელი) ელექტრონული ფოსტა (E-mail), რომელზეც ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიგზავნება. 
    • იმ პირველკურსელმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის), სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამის ველში უნდა ატვირთოს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული/დედანი დოკუმენტაცია.

    ჩვენს პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის შემოქმედებითი კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება:

    ეტაპი 1

    1.1.naec.ge-ზე რეგისტრაცია
    naec.ge-ზე  სამ სავალდებულო საგანთან ერთად უნდა აირჩიო დამატებით საგანი "შემოქმედებითი კონკურსი" - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ განათლების სამინისტრომ აღიაროს შენს მიერ შემოქმედებით კონკურსში მიღებული ქულა.

    1.2.შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია ჯიპას საიტზე
    შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, 
    2026 წლის 27 აპრილიდან 12 ივნისის ჩათვლით, გასაუბრება ჩატარდება 15 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით.

    მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

    ასატვირთი დოკუმენტაციის სია:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
    • სამოტივაციო  ესსე (300-500 სიტყვამდე)
    • პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და  საკონკურსო დავალება — დავალების თემაა: „მომავალი"

    *თუ კი გაქვს შემოქმედებითი პორტფოლიო - საკონკურსო დავალების შესრულება არ არის სავალდებულო.

    *თუ პორტფოლიო არ გაქვს შეასრულე საკონკურსო დავალება თემაზე: „მომავალი“. თემის ინტერპრეტაციაში სრულად თავისუფალი ხარ. თემიდან გამომდინარე, დავალება შეგიძლია შეასრულო ნებისმიერ აუდიო / ვიზუალურ ან აუდიოვიზუალურ ფორმატში. 

    მაგალითად:

    • ფოტო-პროექტი (5-7 ფოტო)
    • კოლაჟები (5-7 ერთეული)
    • სცენარი (მაქსიმუმ 3 გვერდი, 12-იანი შრიფტის ზომა) 
    • კადრირება (მინიმუმ 15 კადრი)
    • ჩანახატები (5-7 ერთეული)
    • ვიდეო არტი / ვიდეო მინიუატურა (მაქსიმუმ 3 წუთი)
    • ანიმაცია (მაქსიმუმ 3 წუთი)
    • კომიქსი (5-7 ნახატი)
    • ნებისმიერი სხვა, შენთვის სასურველი ფორმატიც მისაღებია

    ეტაპი 2

    დეტალურ ინფორმაციას მიიღებ სარეგისტრაციო ფორმაში დაფიქსირებულ შენს ელ.ფოსტაზე.

    ჟიურის წევრებთან გასაუბრება 15-20 წუთი გაგრძელდება. გასაუბრებაზე შეიძლება დაგჭირდეს დამატებითი დავალების შესრულება.   

    შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის უფასოა.

    გისურვებთ წარმატებას!

    პროგრამის წლიური ღირებულება: 7700 ლარი. 

     

    GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდისა და სტუდენტთა დაფინანსების სისტემის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

    გადახდა:

    სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

    დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

    საბანკო რეკვიზიტები:

    საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

    მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

    ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი

     ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.


    UC Leuven Limburg

    UC Leuven-Limburg არის სიდიდით მეორე გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი ბელგიაში, სადაც დაახლოებით 15,000 სტუდენტია და 2,000 პროფესორი. დაწესებულებას აქვს 9 სხვადასხვა კამპუსი, რომლებიც განლაგებულია ქალაქ ლეუვენსა და ჰასელტს(ლიმბურგი) შორის. ლეუვენ-ლიმბურგი ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებასა და გამოყენებებით კვლევებზე.

    UC Leuven Limburg-თან აკადემიური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, 

    თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნეს მენეჯმენტი, კომუნიკაცია, სამართალი;


    Fontys-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

     ფონტისის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერების ერთ ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, სადაც 44000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე რამდენიმე კამპუსში. Fontys– ის სამი უდიდესი კამპუსი მდებარეობს  ეინდჰოვენში, ტილბურგსა და ვენლოში.

    ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ICT, ბიზნესი;


    პასაუს უნივერსიტეტი

    პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და  ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

    დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT  წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტ

    ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

    გარდა ამისა, 2020 წლიდან GIPA-სა და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

    თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, სამართალი, ჟურნალისტიკა;


    რომის საპიენცის უნივერსიტეტი

    დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
    უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
    საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
    განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
    სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
    ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
    სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
    შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
    სემესტრის გასავლელად.
    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტ

    ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტი არის უმაღლესი განათლების აკრედიტირებული კერძო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 2000 წელა ქ. ბუდაპეშტში, უნგრეთი. 

    ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი

    ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.

    აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    უტრეხტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

    HU Utrecht-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლებას 17-67 წლის სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. იგი ითვლება ერთ ერთ უმძლავრეს გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტად ნიდერლანდებში და მასში ამჟამად  სწავლობს დაახლოებით 35000 სტუდენტი, რომლებიც განაწილებულია 22 ლოკაციაზე Utrecht en Amersfoort-ში;

    2022-2025 წწ. GIPA-სა და HU Utrecht-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება  „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

    თანამშრომლობის მიმართულებები: მედია, ჟურნალისტიკა;


    დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

    დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT  წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


     AP University College Antwerp

    Artesis Plantijn University College Antwerp დაარსდა 1995 წელს, არის არაკომერციული საჯარო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ანტვერპენის ურბანულ გარემოში და შეიქმნა Artesis Hogeschool Antwerpen- სა და Plantijn Hogeschool- ს შორის შერწყმის შედეგად.

    2013–2014 სასწავლო წელს უნივერსიტეტის კოლეჯმა დაიწყო 22 საბაკალავრო პროგრამა, 6 სამხატვრო კურსი და ჰყავდა 8 500–ზე მეტი სტუდენტი. იგი ასევე არის ანტვერპენის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ასოციაციის, AUHA- ს წევრი.

    GIPA-სა და AP University College Antwerp-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2016 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

    თანამშრომლობის მიმართულებები: ჟურნალისტიკა;

    Hochschule Mainz – University of Applied Sciences

    Mainz University of Applied Sciences არის 1971 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, მაინცში. Mainz-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი შედგება სამი ფაკულტეტისგან: ტექნოლოგიური სკოლა, დიზაინის სკოლა და ბიზნესის სკოლა. სწავლის ყველა დარგის საერთო მახასიათებელია უნივერსიტეტის პრაქტიკული ორიენტაცია, სწავლის მოკლე პერიოდები და საერთაშორისო ორიენტირებული კურსები.
    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
    თანამშრომლობის მიმართულებები: მედია, დიზაინის სკოლა, ბიზნესის სკოლა.

    ანანო ბიბილური

    პროგრამის კოორდინატორი

    ელ. ფოსტა:  a.bibiluri@gipa.ge

    მობ: (+995) 555 345 634

    მის: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"

    ადმინისტრაცია

    ლექტორები