აკადემიური პერსონალი

თინათინ ბანძელაძე

ასისტენტ-პროფესორი

ელფოსტა: t.bandzeladze@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჯიპას ასისტენტ პროფესორი და თსუ-ს მოწვეული ლექტორი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო და კვლევითი საქმიანობის 6 წლიანი გამოცდილებით.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც სოციალური ზრუნვის სააგენტოს, პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სხვა დანაყოფებისათვის ახორციელებს ტრენინგებს კომუნიკაციის, სტრესის მენეჯმენტისა და არასრულწლოვანთა დაკითხვა-გამოკითხვის ფსიქოლოგიის მიმართულებით.

მისი პრაქტიკული გამოცდილება დაკავშირებულია სამართალდამცავ სისტემასა და კვლევით-საკონსულტაციო ორგანიზაციებში მუშაობასთან. სამართალდამცავ სისტემაში 7 წლიანი მუშაობის პერიოდში, ხელმძღვანელობდა შსს ფსიქოლოგთა განყოფილებას, რა პერიოდშიც პრაქტიკულ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, საგამოძიებო ფსიქოლოგიისა და პოლიციის მეცნიერებების მიმართულებით. კვლევითი საქმიანობა დაკავშირებულია გამოყენებითი სოციალურ კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებასთან (ამჟამად მუშაობს უფროსი მკვლევრის პოზიციაზე კავკასიის კვლევითი რესურსებს ცენტრში).  საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში, თანამშრომლობდა რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევის, ნივთიერებათა მოხმარების და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტების მიმართულებით. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის, კვლევის ანგარიშის, სახელმძღვანელოსა და ტრენინგ-მოდულის ავტორი. 

სასწავლო კურსები: 

  • კოგნიტური ფსიქოლოგია
  • ფსიქოლოგიის ისტორია და თანამედროვე მიმდინარეობები
  • კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში
  • ექსპერიმენტული ფსიქოლოგია
  • მონაცემთა ანალიზი SPSS-ის გამოყენებით
  • ფსიქოლოგის როლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში
  • მოზარდთა განვითარება: თეორია და კვლევა

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

აკადემიური პუბლიკაციები

კვლევის ანგარიშები

  • CRRC Georgia, Social Justice Center, Georgian Young Lawyers’ Association (2022), Personal and State Security: Social Attitudes and Perceptions. 
  • Council of Europe (2023), Human Rights Compliant Policing in Georgia: Baseline Study.
  • East-West Management Institute (2023), The study on the costs to litigation of civil and administrative law in the Georgian justice system. 

ანალიტიკური ბლოგები

პროექტები: 

  • ორგანიზაცია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი; დონორი - ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში. პროექტი- ბავშვთა დაცვის სისტემისა და მომსახურების გაძლიერება საქართველოში, პოზიცია-ექსპერტი, ტრენერი, 2022-2023;
  • ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის, დონორი- გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში; პროექტი- სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე ბავშვებისათვის არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმის გაძლიერება; პოზიცია- ექსპერტი- ტრენინგ მოდულის სახელმძღვანელოს ავტორი; 2022;
  • ორგანიზაცია- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი; დონორი - Defence for Children; პროექტი- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გამოძიების ეტაპზე ფსიქოლოგის ჩართვის ეტაპები, უფლებები და პასუხისმგებლობები; პოზიცია- ექსპერტი-კონსულტანტი; 2020-2021;
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; დოქტორანტთა გრანტით დაფინანსების პროექტი; საკვლევი თემა- პრობლემური ქცევისადმი მოწყვლადობის ფსიქოსოციალური ფაქტორები ქართველ მოზარდებში, 2018-2019. 

კვლევითი ინტერესები: 

დევიაციური ქცევის ფსიქოლოგია, მოზარდთა განვითარება და პრობლემური ქცევა, ნივთიერებათა მოხმარება მოზარდებში, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი.