ლექტორები

დიანა ლეჟავა

ელფოსტა: diana.lezhava@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

განათლების სოციოლოგიის დოქტორობის კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. აქვს 14-წლიანი გამოცდილება საგრანტო პროექტების მართვასა და განვითარებაში. 2014 წლიდან დღემდე არის სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორი. 2010-2023 წლებში მუშაობდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (CSS), სხვადასხვა პოზიციებზე; 2014-2023 წლებში იყო CSS-ის ადმინისტრაციული დირექტორი და განათლების პროგრამის მკვლევარი. განხორციელებული აქვს არაერთი საგრანტო კვლევითი პროექტი, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით, არის შესაბამისი პუბლიკაციების ავტორი/თანა-ავტორი. 2018 წლიდან არის ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურული აღმასრულებელი სააგენტოს (EU EACEA) უმაღლესი განათლების ექსპერტი (Erasmus+ Capacity Building in the Field of Higher Education და Erasmus Mundus Design Measures (2023-დან). ამჟამად არის USAID ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (HICD, Kaizen, a Tetra Tech Company) კონსულტანტი საგრანტო დაფინანსების და ფონდების მოძიების დარგში. 

სასწავლო კურსები: 

  • აკადემიური წერა 
  • ანალიტიკური და კრიტიკული წერა
  • მეცნიერების მენეჯმენტი - კომერციალიზაცია და ფონდების მოძიება 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

  • Lezhava, D. (forthcoming) Education vs Informal Practices: What Hinders the Development of Knowledge-based Economy in Georgia? TalTech Journal of European Studies, Vol 14, No 1.
  • ამაშუკელი, მ., ლეჟავა, დ., ჩიტაშვილი, მ. (2022). უმაღლესი განათლება საქართველოში და კურსდამთავრებულთა კომპეტენციების თვითშეფასება. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. ხელმისაწვდომია: http://css.ge/?p=1675&lang=ka
  • Amashukeli, M., Lezhava, D. & Chitashvili M. (2020). “Conditioned” Quality Assurance of Higher Education in Georgia: Talking the EU Talk. TalTech Journal of European Studies Vol. 10, No. 2 (31) pp. 75-95. 
  • ბაქრაძე, მ., ბოჭორიშვილი, მ., ლეჟავა, დ., მიმინოშვილი, ნ., მიკაძე, ნ., მკალავიშვილი, მ., ნოზაძე, გ., ფუტკარაძე, ე. (2019). მოქალაქეობა. მე-7 კლასის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო. თბილისი: გამომცემლობა „დიოგენე“.

პროექტები: 

    • პროექტის კოორდინატორი (2021-2022 წლებში), კვლევითი პროექტი „მედიატიზებული ევროკავშირი: ევროკავშირის შესახებ მედიით გაშუალებული დისკურსები და მათი რეპრეზენტაცია საზოგადოებრივ განწყობებში.” (2021-2024). დონორი: კვლევისა და ინოვაციის პროგრამა, ჰორიზონტი 2020, ევროკომისია.
    • პროექტის კოორდინატორი, „ ბაზრები: გაურკვევლობის, გამოწვევებისა და განვითარებადი ბაზრების სამომავლო შესაძლებლობების რუკების შედგენა: არაფორმალური ბარიერები, ბიზნეს გარემო და სამომავლო ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში.“ (2020-2024) დონორი: კვლევისა და ინოვაციის პროგრამა, მარი კლოდოვსკა კირის ინოვაციური ტრენინგების ქსელი, ევროკომია (MSCA-ITN-2019)
    • მკვლევარი, „ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში.“ (2019-2022), დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
    • პროექტის კოორდინატორი, „ამერიკული მოდელის სადოქტორო განათლების განვითარება საქართველოში.“ (2019-2020) დონორი: აშშ საელჩო, კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა.
    • პროექტის კოორდინატორი, KnowEU: საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებში ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება (2019-2021). დონორი: ერაზმუს+ ჟან მონე აქტივობები, ევროკომისია
    • პროექტის ხელმძღვანელი, „საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის კვლევა.“ (2019) GICE Partnership-ის დაკვეთით.

  • პროექტის მენეჯერი, „ევრაზიის დემოკარტიული უსაფრთხოების ქსელი“ (2017-2023). დონორი: National Endowment for Democracy (NED)

  • პროექტის კოორდინატორი და მკვლევარი, „SHADOW: არაფორმალური ეკონომიკისა და ჩრდილოვანი პრაქტიკების შესწავლა ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში.“ (2017-2022) დონორი: კვლევისა და ინოვაციის პროგრამა, მარი კლოდოვსკა კირის ინოვაციური ტრენინგების ქსელი, ევროკომია (MSCA-RISE-2017)
  • პროექტის დირექტორი/წამყვანი მკვლევარი: კვლევითი გრანტი "უმაღლესი განათლების ამონაგების მიმართება შრომით ორიენტაციასა და კმაყოფილებასთან საქართველოში" (2016-2017), დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • პროექტის კოორდინატორი, RAGEA: საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში (2016-2018). დონორი: ერაზმუს+ ჟან მონე აქტივობები, ევროკომისია
  • პროექტის დირექტორი: კვლევითი გრანტი „ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოს მაგალითზე“ (2015-2016), დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • პროექტის დირექტორი: კვლევითი გრანტი „უმაღლესი განათლების პროგრამების ეფექტურობის განსაზღვრა კარიერული განვითარებისთვის: სოციალურ მეცნიერებებში აკადემიური პროგრამებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის კვლევა” (2014-2015), დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • პროექტის მენეჯერი: “ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, გენდერი, გამოყენებითი სტატისტიკა, საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება“ (2014-2016), დონორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 



კვლევითი ინტერესები: 

უმაღლესი განათლების პოლიტიკა და მენეჯმენტი, არაფორმალური პრაქტიკები განათლების სისტემაში, უმაღლესი განათლება და დასაქმების ბაზარი, ბოლონიის პროცესის რეფორმები