აკადემიური პერსონალი

ქეთევან მაჭავარიანი

ასისტენტ-პროფესორი

ელფოსტა: k.machavariani@gipa.ge

ქართველი რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნე და სცენარისტი. 

ქეთი მაჭავარიანი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი, ს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსისტეტის კინომცოდნეობის ასპირანტურის კურსდამთავრებული  და კინორეჟისურის მაგისტრი.ქეთი მაჭავარიანი 2005-2006 წლებში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით სტაჟირებას გადიოდა ტელეკომპანია RAI-ში. ქეთევან მაჭავარიანს აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება 2008 წლიდან იყო მიწვეული პედაგოგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნიში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი.  ქეთი მაჭავარიანი წლების მანძილზე თანამშრომლობდა ჟურნალ „ანაბეჭდთან“ და „ფოკუსთან“, იყო გადაცემების პროდიუსერი და ჟურნალისტი საქრთველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი2ზე. ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას - იყო  ლევან კოღუაშვილის ფილმების „ ქუჩის დღეები“ და „შემთხვევითი პაემნები“ აღმასრულებელი პროდიუსერი, ზაზა ურუშაძის „ სამი სახლის“ პოსტპროდუქციის პროდიუსერი. 2012 წლიდან არის დამფუძნებელი და პროდიუსერი კომპანია „ ვინეარდ ფილმსში“ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ 2011 წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა ქეთი მაჭავარიანის მხატვრული ფილმის „მარილივით თეთრის“ პრემიერა. ფილმი მრავალი კინოფესტივალის პროგრამის მონაწილე და პრიზების მფლობელია. 2016 წელს ქეთი მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველო 1992 – აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით. 2020 წელს დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე „მზიური“, (იდეის ავტორი ცისანა ხუნდაძე) ფილმის პრემიერა შედგა კანადაში, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „Hot Doc“, სადაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. ფილმი შერჩეული იყო სარაევოს,კოპენჰაგენის (CPHDOX), ლისაბონის(Doclisboa), პრაღის (Oneworld),მონრეალის ( RIDM) და მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალებზე საჩვენებლად.

ამჟამად ქეთი მაჭავარიანი მუშაობს ახალ მხატვრულ ფილმზე „იავნანა“.