ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი კინო და მედითა მეცნიერების მიმართულებით. ბერლინის ჰუმბოლდტისა და ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის უნივერსიტეტების დოქტორანტი, დოქტორის ხარისხი მიენიჭა ბერლინის ჰუბოლდტის უნივერსიტეტში. მისი როგორც მკვლევარისა და პროფესორის პრაქტიკული გამოცდილება უკავშირდება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს:
- ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის უნივერსიტეტი
- ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
- ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სამხატვრო აკადემია
- თანამედროვე ხელოვნების ცენტრი სამაგისტრო პროგრამა
- რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
- ილიას უნივერსიტეტი
- იბერიულ კავკასიური უნივერსიტეტი
- საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი GIPA
აქვს 30ზე მეტწლიანი გამოცდილება სამეცნიერო პროექტების მართვასა და კვლევაში და გახლავთ ორი მონოგრაფიის (გერმანულ და ქართულ ენებზე) და 70ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. საერთაშორისო კონფერენციების თანაორგანიზატორი და მომხსენებელი, კინომეცნიერების საზაფხულო კინოსკოლის ტუტორი.
გახლავთ საერთაშორისო სტიპენდიების DAAD, Deutsche Akademische Forschung, Friedrich Ebert Stiftung სტიპენდიანტი.
როგორც ჟიურის წევრი სისტემატურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებში. არის კინოსკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის FIPRESCI წევრი. საქართველოს კინოაკადემიის გამგეობის წევრი.
სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელი, სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაციების, ასევე მონოგრაფიების რეცენზენტი.
სასწავლო კურსები:
- მსოფლიო კინოს ისტორია I
- მსოფლიო კინოს ისტორია II
- კინოს თანამედროვე თეორიები
- კინოს კლასიკური თეორიები
- საავტორო კინო
- ფილმისა და სცენარის განვითარების საერთაშორისო პლატფორმები თანამედროვე კინოინდუსტრიაში
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- თანამედროვე გერმანული კინო ევროპული საავტორო კინოს პერსპექტივიდან
- მეორე მსოფლიო ომი ლიუს მალის შემოქმედებაში
- ევროპული საავტორო კინოს აუტსაიდერის რუდოლფ ტომეს შემოქმედება
- ლოტე აისნერი და მისი როლო ევროპული კინოს ისტორიაში
- ქართული უხმო კინოს ტენდენციები ( გერმანულ ენაზე)
- თანამედრობე ქართული კინო, ტენდენციები, კულტურული ასპექტები
- გენდერული ასპექტები თანამედროვე ქართულ კინოში
სტატიები პუბლიცირებულია: ჟურნალი კინო, Academia EDU, ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა
პროექტები:
- ქართული კინო თანამედროვე ევროპულ კინოინდუსტრიაში
- უახლესი ქართული კინო თემატური და სტილისტური თავისებურებები
კვლევითი ინტერესები:
ევროპული საავტორო კინო, კინოს თანამედროვე თეორული კვლევები, ინტერკულტურალობა თანაემდროვე ევროპულ კინოში