• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • აკადემიური პერსონალი

    ნინო ორჯონიკიძე

    პროფესორი

    ელფოსტა: n.orjonikidze@gipa.ge

    გამოცდილების მოკლე აღწერა 

    დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი, გოლდსმისი, სატელევიზიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (მაგისტრატურა) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა). მისი პირვანდელი პრაქტიკული გამოცდილება უკავშირდება სატელევიზიო ჟურნალისტიკას (1993-2003  

    წლები), მოგვიანებით კი დოკუმენტური ფილმების წარმოებას. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს როგორც ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი არაერთი საფესტივალო ჯილდოს მფლობელი ფილმებისა („ხიდი“, „ალცნეი“, „ინგლისურის მასწავლებელი“,  „გვირაბი“). მისი ბოლო, ქართულ-გერმანული ფილმის ‘გვირაბი’ პრემიერა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე (IDFA) შედგა, რომელიც ფრანგულ-გერმანულ არხთან „არტესთან“ თანამშრომლობით გადაიღო. ფილმს მოპოვებული აქვს 4 საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდო, მათ შორის ტრენტოს კინოფესტივალის „ოქროს გენციანი.“ ნინო არის საპროდუქციო კომპანია „არტეფაქტ პროდაქშენის“ თანადამფუძნებელი. 2006 წლიდან, მას შემდეგ რაც Nuffic-ის სქოლარშიპისა და DW Akademie-ის ხელშეწყობით გაიარა არაერთი ტრენინგი პედაგოგიური დახელოვნების მიმართულებით, ასწავლის როგორც აკადემიურ კურსებს,  

    ასევე ატარებს პროფესიული დახელოვნების ტრენინგებს. არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი 2012 წლიდან, და ათობით პროფესიული კურსის ტრენერი, როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვარგარეთ (ტრენინგი ტრენერებისთვის დოიჩე ველე აკადემისთვის, ჟურნალისტების ტრენინგები MATRA-სა და ინტერნიუსის პროექტების ფარგლებში, FilmAid / ინტერნიუსის ტრენინგი დოკუმენტალისტებისთვის, Baltic Sea Forum, DokuBaku, Kinolab). საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისიტიკის სკოლაში ატარებს ერთობლივ კურსებს დოკუმენტურ კინოში ჩიკაგოს DePaul-ის უნივესიტეტთან ერთად (Documentary Filmmaking Across Borders). 2015 წლიდან არის სამხრეთ კავკასიური მედია პლათფორმის „ჩაი ხანა მედიას“ დოკუმენტური ფილმების რედაქტორი და მენტორი,  რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იქმნება ათობით დოკუმენტური ფილმი ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ავტორების მიერ. ნინო არის დოკუმენტური

    კინოს ასოციაციის „დოკა“ თანადამფუძნებელი, არაერთი კინოფესტივალისა და კინო კონკურსის ჟიურის წევრი. არის Chevening-ის, Nuffic-ის და Open Society Foundation-ის სტიპენდიანტი.  

    სასწავლო კურსები: 

    • დოკუმენტური ფილმის წარმოება (სამაგისტრო საფეხური) 
    • დოკუმენტური ფილმის მიმდინარეობები (საბაკალავრი საფეხური)
    • ვიზუალური თხრობა (საბაკალავრი საფეხური) 
    • ვიდეო რეპორტინგი (სამაგისტრო საფეხური) 
    • დოკუმენტური ფილმი (De Paul-ის უნივერსიტეტთან ერთად) 

    ფილმოგრაფია (ბოლო 5 წელი):  

    • „გვირაბი“ / 92 წთ, თანარეჟისორი, პროდიუსერი, Ventana, ARTE-ZDF კო პროდუქცია.  

    Selected Festivals & prizes:  

    Premiered at IDFA, Netherlands 

    One World, Czech Republic 

    Tempo Documentary Film Festival, Sweden 

    DocuDays UA, Ukraine 

    DOK.Fest Munich, Germany 

    Thessaloniki Documentary Film Festival, Greece 

    Trento Film Festival, Italy – WINNER of Grand Prix 

    Underhill Fest, Montenegro – WINNER of International Competition 

    MakeDox, N. Macedonia – WINNER of Young Onion Award 

    DokuBaku, Azerbaijan - WINNER of Best Feature-length Documentary Bridges - East of West Film Days, Bozar, Belgium 

    Pelicam, International Film Festival, Romania 

    Beldocs, International Documentary Film Festival, Serbia 

    CineDoc-Tbilisi, Georgia 

    Kassel Documentary Film and Video Festival, Germany 

    Architecture Film Festival, Rotterdam 

    Cinemed, Festival Cinema Montpellier, France 

    Inconvenient Films Documentary Festival, Lithuania 

    Cinema Vérité; Iran International Documentary Film Festival 

    100-მდე მოკლე დოკუმენტური ფილმის რედაქტორი და მენტორი (ქართველი,  აზერბაიჯანელი და სომეხი ავტორების ნამუშევრები) chaikhana.media

    მაგ: My Room (dir: maka Gogaladze), The Flight 2022 (dir: Anna Sarukhanova), Glasses  crack, Table clothes splinter (dir: Anna Japaridze), Ana’s Trial (dir. Tamar Mshvenieradze,  Mariam Jachvadze), In the Garden of Moons (dir: Lala Aliyeva), A Crypto Rush Aftermath  (dir: Salome Jashi) და სხვა.  

    კვლევითი ინტერესები:  

    დოკუმენტური კინოს ტენდენციები და თხრობის ახალი ფორმები, ქალთა რეპრეზენტაცია დოკუმენტურ კინოში, კონფლიქტისპირა რეგიონების თემების კვლევა,  დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენა ადგილობრივ თემებზე.