აკადემიური პერსონალი

ელენე ასათიანი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / სტუდენტური მედიის ხელმძღვანელი / ასისტენტ-პროფესორი

ელფოსტა: e.asatiani@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

არის აუდიო-ვიზუალური მთხრობელი, დოკუმენტალისტი და მონტაჟის რეჟისორი. ფილმებს, რომლის მონტაჟის რეჟისორიცაა მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფესტივალებზე: IDFA, Sundance, Cottbus, Tribeca და მიღებული აქვს პრიზები, საუკეთესო საერთაშორისო ფილმისთვის, საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და ა.შ.

 

ის ასევე არის GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის ფაკულტეტის წევრი. ასოცირებული პროფესორი აუდიოვიზუალური ხელოვნების დარგში. ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი. კინო-ტელე რეჟისურის ბაკალავრი. აქვს ლექტორობის 15-ზე მეტწლიანი გამოცდილება და არის 20-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მონტაჟის რეჟისორი და ავტორი.

ასევე უმუშავია ვებ გამოცემების “ცხელი შოკოლადი”, “ლიბერალი”, “ინდიგო” ვებ გამოცემების რედაქტორად. ასევე იყო “საბას” ელექტრონული წიგნების სახლის რედაქტორი და მუშაობდა აპლიკაციის კონცეფციის შექმნასა და განვითარებაზე. იყო ინტერნიუსის რეგიონალური მედიის განვითარების პროგრამის რეგიონალური რედაქტორი და მულტიმედია წარმოების ტრენერი.

 

სასწავლო კურსები:

  • ვიდეო წარმოება და მონტაჟი;
  • პოსტპროდუქცია;
  • მულტიმედია წარმოება;
  • ტრანსმედია პროექტის წარმოება;
  • ფინალური პროექტის კოლოკვიუმი;

 

რჩეული ფილმოგრაფია:

  • Limitation (2023)
  • “მეოთხე ბრაიტონი” (2021)
  • “მათი ხეობა” (2021)
  • “მკვდარი სულების არდადეგები”, 2020
  • “ოქროს ძაფი” (2019)
  • გოგიტას ახალი ცხოვრება (2016)
  • “ჯარა” (2016)
  • “გზა”(2015)
  • “სიცოცხლის ფასი” (2012)
  • “გულო”(2011)