თინათინ ნაჭყებია დოკუმენტური კინოს რეჟისორია.
მან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში, ჟურნალისტისა და მედია მენეჯერის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ სწავლა ლონდონის უნივერსიტეტში, როიალ ჰოლოუეიში, მედია ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო.
თინათინი მუშაობდა რეპორტიორად და პროდიუსინგს უწევდა რადიო თავისუფლების ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვებას. ასევე მუშაობდა ინტერნიუსში - ჟურნალისტად და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერად. 2006 წლიდან იგი საზოგადოებრივ მაუწყებელში ახლადშექმნილ დოკუმენური ფილმების სტუდიას შეუერთდა, 2007 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა ტელეკომპანიის კინოშესყიდვების განყოფილებას. პარალელურად ის აგრძელებდა დოკუმენტური ფილმების დამოუკიდებლად წარმოებას.
2006 წლიდან თინათინი ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლის ლექტორია, სადაც კითხულობს ლექციებს დოკუმენტურ კინოსა და რადიო და სატელევიზიო წარმოებაში.