ლექტორები

ლევან ნანობაშვილი

ელფოსტა: l.nanobashvili@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

ფულბრაიტის პროგრამა, სირაკუზის უნივერსიტეტი (აშშ). სამართლის მაგისტრი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (უნგრეთი). ადვოკატი და პატენტრწმუნებული, იურიდიული კომპანია “ენ-ბი ლიგალი”-ს დამფუძნებელი და დირექტორი. მისი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროებია ინტელექტუალური საკუთრების სამართალი და ინტერნეტის სამართალი. გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი საქართველოში და აშშ-ში. მისი ნაშრომები ძირითადად ეხება საავტორო უფლებებს, მომიჯნავე უფლებების დაცვას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ინტერნეტში, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა საკითხებს. ლევან ნანობაშვილი კითხულობს ლექციებს ჯიპაში 2008 წლიდან. იგი აგრეთვე კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. 2015 წელს იგი მიწვეული იყო მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი), სადაც წაიკითხა ლექციები მედია სამართალში.  

სასწავლო კურსები: 

  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
  • ინტერნეტის სამართალი

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

კვლევითი ინტერესები: 

ინტერნეტის სამართლებრივი რეგულირება, გამოხატვის თავისუფლება, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, მედია სამართალი