აუდიო-ვიზუალური ხელოვნება

მოძრავი გამოსახულების შექმნამ სამყაროს სურათების ახლებური წაკითხვის საშუალება მოგვცა და საზოგადოების აღქმები შეცვალა. ფოტოგრაფია, შემდეგ კინო და ვიდეო გამოსახულება, ამბის გადაცემის მთავარი მედიუმი გახდა XX საუკუნეში. დღეს, ციფრულმა მედიამ და ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი ფორმები გააჩინა და მიღწევებთან ერთად გამოწვევებიც მოიტანა.

GIPA-ს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა აუდიოვიზუალური თხრობის კლასიკურ და თანამედროვე ფორმებს შეასწავლის სტუდენტებს, რაც ამ პროგრამის შექმნამდე ქართული სასწავლო სივრცისთვის არ იყო ხელმისაწვდომი.


რას ვისწავლი? 

I მოდული - ფოტოგრაფია/სთილ იმიჯი/კოლაჟი თხრობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

II მოდული ვიდეო მინიატურა - ამბის თხრობის სტრატეგიები, კამერის, მონტაჟის გამოყენება. შექმნი პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმს

III მოდული - სცენარის წერის ტექნიკა. სახელოსნოს ფარგლებში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის შექმნა

IV მოდული - დოკუმენტურ კინო, გადაიღებ დოკუმენტურ ფილმს

V მოდული - ციფრული თხრობის ფორმები, ციფრული ტექნოლოგიებისა და პლათფორმების გამოყენებით. მულტიმედიურ ისტორიებზე, არაწრფივი თხრობის ფილმებზე, 360 ვიდეოსა და სხვა ფორმატების ნამუშევრებზე იმუშავებ

VI მოდულიარაკონვენციური თხრობა - თხრობის თანამედროვე ფორმები. შექმნი ვიდეო ესეს/ კომპილაციურ/ფაუნდფუტიჯ ფილმებს

VII მოდულიდადგმითი ფილმის წარმოება, გადაიღებ მოკლემეტრაჟიან დადგმით ფილმებს

რა მეცოდინება? 

აუდიოვიზუალური პროექტის განხორციელება იდეს განვითარებიდან დასრულებულ პროექტამდე:
გადაღება (საოპერატორო ხელოვნება), მონტაჟი, განათება, სცენარის წერა, ხმის ჩაწერა და მიქსი. ყოველივე ეს ინდუსტრიაში დამკვიდრებული პროგრამების გამოყენებით:  Adobe Premiere, After effects, Photoshop, Illustrator, Adobe Animate, Adobe Aero, Adobe Xd,  Adobe Captivate, Protools, Nuendo 12  Izotope RX 9, DaVinci Resolve და სხვა.

ასევე, პროდიუსირება, მედია პროექტების მარკეტინგი და მედია მეწარმეობა.

ვინ ვიქნები? 

4 წელიწადში, შენ იქნები ვიზუალური კონტენტის მწარმოებელი, საავტორო ფილმის რეჟისორი, მონტაჟის რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი, ხმის ოპერატორი, პროდიუსერი, მეორე რეჟისორი, მულტიმედიური და ქროსმედია პროდუქტების ავტორი.

ბენეფიტები

  • ყოველწლიურად ერთი უცხოელი პროფესიონალის ვორქშოპი/მასტერკლასი საგნის ფარგლებში.
  • ინდუსტრიაში აქტიურად ჩართული და წარმატებული პროფესიონალი პრაქტიკოს ლექტორებთან თანამშრომლობის და მათგან უახლესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა.
  • ინტერნაციონალურ ონლაინ კლასში ერთობლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
  • რეგიონში გასვლითი სახელოსნოები.
  • საკუთარი პროექტების სტუდენტურ ფესტივალ GIPA DocU-ზე ჩვენება, ასევე ფიჩინგში მონაწილეობა და საკუთარი პროექტების განსახორციელებლად ფულადი ჯილდოს მოგების შესაძლებლობა.
  • საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობის მხარდაჭერა: პოსტპროდუქცია, საფესტივალო განაცხადების კოორდინაცია.
  • მიმდინარე რეალური პროექტების გადაღებებზე სხვა და სხვა პროფილით მონაწილეობა.

კურიკულუმი

მისაღები ადგილების რაოდენობა: 25

პროგრამის კოდი აბიტურიენტთა ცნობარში: 1530101

სწავლების ენა: ქართული

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა
  2. ინგლისური ენა
  3. მესამე სავალდებულო საგნად აბიტურიენტი ირჩევს შემოთავაზებული ოთხიდან ერთ-ერთს: 
  • მათემატიკა (10 ადგილი)
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (7 ადგილი)
  • ლიტერატურა (3 ადგილი)
  • ისტორია (5 ადგილი)

*ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის

საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი:

  • რომელსაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი
  • რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები
  • რომელმაც წარმატებით გაიარა შემოქმედებითი კონკურსი

პირველკურსელთა რეგისტრაცია

სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად:https://portal.gipa.ge/bachelor

რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • 1 ფოტოსურათი ზომით ¾;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
  • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.


ხელშეკრულების გაფორმება:

მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა 

გამოცხადდეს უნივერსიტეტში (თბილისი, მარი ბროსეს #2).

ხელშეკრულების გაფორმებისას, სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 

იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).

 

შემოქმედებითი კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება:


ეტაპი 1

შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად 10 ივნისის ჩათვლით. 

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.


ასატვირთი დოკუმენტაციის სია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
  • სამოტივაციო  ესსე (300-500 სიტყვამდე)
  • პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და  საკონკურსო დავალება — დავალების თემაა: „12“ (თორმეტი).

*თუ კი გაქვს შემოქმედებითი პორტფოლიო - საკონკურსო დავალების შესრულება არ არის სავალდებულო.

*თუ პორტფოლიო არ გაქვს - შეასრულე საკონკურსო დავალება თემაზე: “12“. თემის ინტერპრეტაციაში სრულად თავისუფალი ხარ. თემიდან გამომდინარე, დავალება შეგიძლია შეასრულო ნებისმიერ აუდიო / ვიზუალურ ან აუდიოვიზუალურ ფორმატში. 

მაგალითად:

  • ფოტო-პროექტი (5-7 ფოტო)
  • კოლაჟები (5-7 ერთეული)
  • სცენარი (მაქსიმუმ 3 გვერდი, 12-იანი შრიფტის ზომა) 
  • კადრირება (მინიმუმ 15 კადრი)
  • ჩანახატები (5-7 ერთეული)
  • ვიდეო არტი / ვიდეო მინიუატურა (მაქსიმუმ 3 წუთი)
  • ანიმაცია (მაქსიმუმ 3 წუთი)
  • კომიქსი (5-7 ნახატი)
  • ნებისმიერ სხვა, შენთვის სასურველი ფორმატიც მისაღებია

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა 10 ივნისი, 18:00.

ეტაპი 2

გასაუბრება ჩატარდება 15-22 ივნისს. დეტალურ ინფორმაციას მიიღებ სარეგისტრაციო ფორმაში დაფიქსირებულ შენს ელ.ფოსტაზე.

ჟიურის წევრებთან გასაუბრება 15-20 წუთი გაგრძელდება. გასაუბრებაზე შეიძლება დაგჭირდეს დამატებითი დავალების შესრულება.   

შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის საფასური: 30 ლარი


გადახდა

TBC საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

* გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, აუდიოვიზუალური ხელოვნების შემოქმედებითი კონკურსი.

პროგრამის წლიური ღირებულება: 7700 ლარი. 

  1. 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელის სწავლის ღირებულება: 5450 ლარი
  2. 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელის სწავლის ღირებულება: 6125 ლარი
  3. 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელის სწავლის ღირებულება: 6575 ლარი

 

საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა: 

    პროგრამის ყოველწლიური სასტიპენდიო ფონდი 27 000 ლარი.

    სტიპენდია გაიცემა მეორე, მესამე და მეოთხე კურსზე, Portfolio Review-ს რეიტინგის მიხედვით:

    • Grade A - 2000 ლარი
    • Grade B - 1500 ლარი
    • Grade C - 1000 ლარი

    * სტიპენდია გაიცემა 3 დამოუკიდებელი ჟიურის მიერ პორტფოლიოს განხილვის შედეგად. სტიპენდიის მისაღებად ქულათა შეფასების ჯამი უნდა აღემატებოდეს მაქსიმალური ქულის ⅔-ს.

    გადახდა:

    სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

    დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

    საბანკო რეკვიზიტები:

    საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

    მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

    ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი

     ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.


    UC Leuven Limburg

    UC Leuven-Limburg არის სიდიდით მეორე გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი ბელგიაში, სადაც დაახლოებით 15,000 სტუდენტია და 2,000 პროფესორი. დაწესებულებას აქვს 9 სხვადასხვა კამპუსი, რომლებიც განლაგებულია ქალაქ ლეუვენსა და ჰასელტს(ლიმბურგი) შორის. ლეუვენ-ლიმბურგი ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებასა და გამოყენებებით კვლევებზე.

    UC Leuven Limburg-თან აკადემიური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, 

    თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნეს მენეჯმენტი, კომუნიკაცია, სამართალი;


    Fontys-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

     ფონტისის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერების ერთ ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, სადაც 44000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე რამდენიმე კამპუსში. Fontys– ის სამი უდიდესი კამპუსი მდებარეობს  ეინდჰოვენში, ტილბურგსა და ვენლოში.

    ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ICT, ბიზნესი;


    პასაუს უნივერსიტეტი

    პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და  ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

    დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT  წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტ

    ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

    გარდა ამისა, 2020 წლიდან GIPA-სა და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

    თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, სამართალი, ჟურნალისტიკა;


    რომის საპიენცის უნივერსიტეტი

    დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
    უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
    საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
    განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
    სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
    ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
    სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
    შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
    სემესტრის გასავლელად.
    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტ

    ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტი არის უმაღლესი განათლების აკრედიტირებული კერძო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 2000 წელა ქ. ბუდაპეშტში, უნგრეთი. 

    ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი

    ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.

    აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


    უტრეხტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

    HU Utrecht-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლებას 17-67 წლის სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. იგი ითვლება ერთ ერთ უმძლავრეს გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტად ნიდერლანდებში და მასში ამჟამად  სწავლობს დაახლოებით 35000 სტუდენტი, რომლებიც განაწილებულია 22 ლოკაციაზე Utrecht en Amersfoort-ში;

    2022-2025 წწ. GIPA-სა და HU Utrecht-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება  „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

    თანამშრომლობის მიმართულებები: მედია, ჟურნალისტიკა;


    დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

    დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT  წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


     AP University College Antwerp

    Artesis Plantijn University College Antwerp დაარსდა 1995 წელს, არის არაკომერციული საჯარო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ანტვერპენის ურბანულ გარემოში და შეიქმნა Artesis Hogeschool Antwerpen- სა და Plantijn Hogeschool- ს შორის შერწყმის შედეგად.

    2013–2014 სასწავლო წელს უნივერსიტეტის კოლეჯმა დაიწყო 22 საბაკალავრო პროგრამა, 6 სამხატვრო კურსი და ჰყავდა 8 500–ზე მეტი სტუდენტი. იგი ასევე არის ანტვერპენის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ასოციაციის, AUHA- ს წევრი.

    GIPA-სა და AP University College Antwerp-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2016 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

    თანამშრომლობის მიმართულებები: ჟურნალისტიკა;

    Hochschule Mainz – University of Applied Sciences

    Mainz University of Applied Sciences არის 1971 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, მაინცში. Mainz-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი შედგება სამი ფაკულტეტისგან: ტექნოლოგიური სკოლა, დიზაინის სკოლა და ბიზნესის სკოლა. სწავლის ყველა დარგის საერთო მახასიათებელია უნივერსიტეტის პრაქტიკული ორიენტაცია, სწავლის მოკლე პერიოდები და საერთაშორისო ორიენტირებული კურსები.
    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
    თანამშრომლობის მიმართულებები: მედია, დიზაინის სკოლა, ბიზნესის სკოლა.

    ნინო ქოჩიაშვილი
    პროგრამის კოორდინატორი
    მობ: +995 599 778 686
    ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
    მისამართი: მარი ბროსეს #2; 0108, თბილისი, საქართველო

    ადმინისტრაცია

    ლექტორები

    სტუდენტური პროექტები