უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით,
პროგრამა აკრედიტებულია 2032 წლამდე.
GIPA-ს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა 2016 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ისეთი აქტორების თანამშრომლობის საფუძველზე, როგორებიც არიან: GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გარემოსდაცვითი მმართველობის და პოლიტიკის კუთხით საკუთარი ცოდნის გაღრმავება და შესაბამისი უნარების გამომუშავება გარემოს დაცვის სფეროს მრავალ განშტოებასთან დაკავშირებული საკითხების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში; ასევე, იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერაციულ დონეზე.
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის თემატიკა ეფუძნება ევროკავშირის გარემოსდაცვით პრიორიტეტებს და შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს. იგი მიზნად ისახავს გარემოს დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, მდგრადი განვითარების, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ხელშეწყობას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ: გარემოს დაცვის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
რას ვისწავლი?
სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს გარემოს დაცვის მენეჯმენტის საკითხების სისტემურ შესწავლას, მართვის კონკრეტული ინსტრუმენტების სიღრმისეულ ათვისებას მენეჯერული, სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით, რათა ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სფეროში კვალიფიციური მენეჯერული უნარების მქონე ადამიანური რესურსების მომზადებას. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს სიღრმისეული ცოდნის, უნარებისა და პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის გამომუშავებას შემდეგი მიმართულებების ფარგლებში: გარემოსდაცვითი მართვის სისტემა და დემოკრატიული მმართველობა; მენეჯმენტი და ადმინისტრირება; გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტები; გარემოს დაცვა და კონსერვაცია; მწვანე და ცირკულარული ეკონომიკა.
ვინ ვიქნები?
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
სწავლების ენა: ქართული, ინგლისური (ძირითადი მასალები ინგლისურ ენაზე)
გარემოსდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართულებით.
პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 სექტემბერი
》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის
შიდა საუნივერსიტეტი პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:
ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება:
ინგლისური ენის დონე შემოწმდება გასაუბრების პროცესში
ჩარიცხული სტუდენტი ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში (თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 22ა).
პროგრამის ჯამური ღირებულება (2 წელი): 7000 ლარი
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3500 ლარს. თანხის გადახდა ერთი წლის განმავლობაში ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ გარემოს დაცვის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
დაფინანსება
სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, GIPA-ს გარემოსდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა უფასო სწავლების უფლებას მიანიჭებს 3 საუკეთესო სტუდენტობის კანდიდატს.
სწავლის დაფინანსების ვარიანტები:
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა |
2 წლის სწავლის ღირებულება |
სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე |
7000 ლარი |
ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად |
875 ლარი |
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა |
2 წლის სწავლის ღირებულება |
სახელმწიფო გრანტის მოპოვების |
7000-4500=2500, გადასახდელი |
ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად |
312,5 ლარი |
მაგისტრანტობის ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებს, უნდა წარმოადგინონ პროგრამის წლიური საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას
გადახდა:
სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.
*დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი:
2.
Gottfried Wilhelm Leibniz Universität Hannover
ჰანოვერის უნივერსიტეტი, არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ჰანოვერში, გერმანია. იგი დაარსდა 1831 წლის 2 მაისს, და წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გერმანიაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ნოემბერში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, მენეჯმენტი, ბიზნესი, გარემოსდაცვითი პოლიტიკა;
3.
Hungarian University of Agriculture and Life Sciences
უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (MATE) თითოეულ კამპუსს დიდი წარსული და მდიდარი ისტორია აქვს. უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მეცნიერებების გეორგიკონის ფაკულტეტი კეშთელში არის უძველესი სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სასწავლებელი ევროპაში, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1797 წლის 1 ივლისს. MATE - ეს დაარსებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული და მულტიდისციპლინარული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსდა 2021 წლის 1 თებერვალს. MATE-ს უნვიერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. შეუძლიათ დაეუფლოთ სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი და კვების მეცნიერებებს, წყლისა და განახლებადი ენერგიის მენეჯმენტს, ლანდშაფტის არქიტექტურას, ენოლოგიას, მებაღეობას, მექანიკურ ინჟინერიას და ა.შ.
პროგრამები ხელმისაწვდომია ყველა დონის სტუდენტებისთვის ბაკალავრიდან PHD-მდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მი
ნუცა მინდიაშვილი
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი
ელ-ფოსტა: n.mindiashvili@gipa.ge
მობ: 593 280 770
მისამართი: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"