ლექტორები

ელისო ბარნოვი

ელფოსტა: ebarnovi@gmail.com

ძირითადი კვალიფიკაცია და გამოცდილება:

16 წლიანი სამუშაო გამოცდილება წყლის რესურსების მართვის სფეროში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 10 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტებში, წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკისა და კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.

პროფესიული გამოცდილება: წყლის რესურსების მართვა, მდინარეების აუზების დაგეგმვის ჩათვლით; წყლის გამოყენების მონაცემთა ბაზების შემუშავება და მართვა; სამრეწველო და მუნიციპალური ჩამდინარე წყლების შეფასება და მართვა;  წყლის რესურსების სააუზო მართვის კუთხით EU  წყლის ჩარჩო დირექტივის სახელმძღვანელო დოკუმენტების პრაქტიკული განხორციელება და საქართველოში დანერგვა. საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული წყლის რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების და საუკეთესო პრაქტიკების კუთხით.

პუბლიკაციები:

მდ. ალაზნის აუზის შეფასება NEXUS-ის მიდგომების მიხედვით.  UNECE, United Nations, Geneva, 2013

გარემოსდაცვითი ეფექტიანობის შეფასების,EPR- 2 Georgia.(UNECE), United Nations, Geneva and New York, 2010

ტრანსსასაზღვრო წყლების, ტბების და მიწისქვეშა წყლების II შეფასება; (UNECE) Geneva August, 2011

უცხო ენები: English (Fluent), Russian (Fluent)