გამოცდილების მოკლე აღწერა
ვახენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) გარემოს მეცნიერებათა მაგისტრი. აქვს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. ექსპერტული სამუშაოს გარდა აქვს ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ინტერესის სფეროა დაცული ტერიტორიები და მასთან დაკავშირებული საკითხები: ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა და კანონმდებლობა, დაცული ტერიტორიების მმართველობა და მართვა, დაგეგმარება, საზოგადოების ჩართულობა და მონაწილეობა, დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება და სხვა. აქვს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან თანამშრომლობს 2017 წლიდან.
სასწავლო კურსები:
- ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია.
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- ვან ზილ, ჰ., კაკაბაძე, ე., გოდუაძე, ი. (2023). საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოსისტემური სერვისების შეფასება და ინვესტირების ხარჯსარგებლიანობის ანალიზი. GEF/UNDP/CNF.
- გარსტეცკი, ტ., კაკაბაძე, ე. (2022). კლიმატის ცვლილების მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის გეგმების მომზადება საპილოტე სამიზნე ტერიტორიებზე საქართველოში – თუშეთის, ყაზბეგის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. GEF/UNDP/CNF.
კვლევითი ინტერესები:
დაცული ტერიტორიები: მმართველობა და მართვა, საზოგადოების მონაწილეობა, ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა და კანონმდებლობა; დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება; ეკოსისტემური სერვისები; სხვა ეფექტური, ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაციული მექანიზმები (OECMs).