აკადემიური პერსონალი

ნათია იორდანიშვილი

ასისტენტი

ელფოსტა: n.iordanishvili@forestry.gov.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

სატყეო საქმის დოქტორანტი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის მწვანე მშენებლობის არქიტექტურის მაგისტრი, დაამთავრა GIPA-ს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა, სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები და სწავლებები (ამერიკის სატყეო სამსახური, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის ცენტრი და სხვა). 

ამჟამად მუშაობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე. სატყეო სექტორში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება უკავშირდება როგორც პრაქტიკულ საქმიანობას - სატყეო სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა, ტექნიკური ზედამხედველობა, ისე მმართველობის საკითხებს - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავება, ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობა, მეთოდოლოგიებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების შედგენა. არის სატყეო საქმის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო რესურსების ავტორი. საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების გარდა, ჩართულია არაერთი პროექტის მართვაში და   მიღებული აქვს მონაწილეობა სექტორთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროცესებსა და მოლაპარაკებებში.

სასწავლო კურსები: 

  • ტყის რესურსების მართვა

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

  • ნ.იორდანიშვილი, ვ. ზედგენიძე, თ. ასათიანი „მეტყევის მეგზური“, სახელმძღვანელო პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის, 2021
  • ნ.იორდანიშვილი, გ. გაგოშიძე „ACER VELUTINUM BOISS-ის ზრდა-განვითარების თავისებურებები ქვემო ქართლის პირობებში“, International scientific-practical journal, XI Global Science and innovations 2020: Central Asia. 2020
  • ნ. იორდანიშვილი „საქართველოს სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და მართვის ინტეგრირებული სისტემები“, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, 09.2019
  • ნ. იორდანიშვილი „ტყე როგორც ენერგეტიკული რესურსი? შესაძლებლობები და პრობლემები“, WEG, 11.2017
  • ნ. იორდანიშვილი „სატყეო საქმის სპეციალისტის სახელმძღვანელო“ (ელექტრონული სასწავლო რესურსი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის), 2016

პროექტები: 

06.2017-11.2019 - ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში 

საქართველოში ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების საფუძველზე. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის ფარგლებში.

პარტნიორი, საკონტაქტო პირი. მიმართულებების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა

და გადაწყვეტილების მიღება.

06.2016-12.2019 - „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“ (FAO/UNECE)

კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი) ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესის ხელშეწყობა.

ქვეყნის წარმომადგენელი, სამუშაო ჯგუფის წევრი. სამუშაოების ფასილიტაცია და კოორდინაცია. გადაწყვეტილებების მიღება მიმართულებებსა და განსახორციელებელ ქმედებებზე.

05.2013-12.2019 - ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში

საქართველოსა და სომხეთში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა.

პროექტის პარტნიორი, ქვეყნის წარმომადგენელი. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მიმართულებების განსაზღვრა და შეთანხმება.

01.2013-01.2018- სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების აღმოსავლეთის ქვეყნების მეორე პროგრამა 

მონაწილე ქვეყნებში სატყეო სექტორის მართვის ხელშეწყობა. რეგიონულ დონეზე 2005 წლის სანკტ პეტერბურგის მინისტერიალის დეკლარაციის განხორციელების ხელშეწყობა. მონაწილე

ქვეყნებში ტყის მდგრადი მართვის, სატყეო სექტორის კარგი მმართველობის დანერგვასა და შესაბამისი ცოდნის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ადგილობრივ დონეზე პროგრამა ითვალისწინებს ტყის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებას და ტყის მართვის გაუმჯობესებული პრაქტიკის გამოცდას ველად. მონაწილე ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა. პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

ეროვნული სამრჩევლო საბჭოს წევრი, საბჭოს მდივანი.

კვლევითი ინტერესები: 

კლიმატის ცვლილება, კლიმატის მოდელირება და მისი გავლენა ეკოსისტემებზე, ტყის ეკოსტსტემების მოწყვლადობა და ადაპტაცია.