კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი / საჯარო მმართველობისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი / საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი

ნანი მაჭარაშვილი

კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი / საჯარო მმართველობისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი / საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესორი

ელფოსტა: nana.macharashvili@gipa.ge

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. მანჩესტერის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი. მისი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას მოიცავს. აქვს 12-ზე მეტწლიანი გამოცდილება პროექტების მართვასა და კვლევაში და გახლავთ 23-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. ფლობს კონსულტირების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგების ჩატარების 16 წლიან გამოცდილებას, საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR), საჯარო პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგსა და შეფასების, მათ შორის მონაწილეობითი დაგეგმვის მიმართულებებით. იგი აქტიურად არის ჩართული საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ტრენინგ პროგრამების განვითარებაში და აქვს 13 წლიანი გამოცდილება საჯარო მოხელეთა ტრენინგ პროგრამების წარმართვაში, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. ფლობს სწავლების 18 წლიან გამოცდილებას საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკის ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებებით. ამავე დროს, აქვს სოლიდური გამოცდილება საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) კონსულტაციისა და მხარდაჭერის მიმართულებით. გახლავთ არა ერთი გაცვლითი პროექტის მონაწილე და სასწავლო გრანტის/სტიპენდიის მფლობელი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. არა ერთი სამეცნიერო პროექტის/მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის გრანტის მფლობელი და ხელმძღვანელი.

 

სასწავლო კურსები:

  • საჯარო პოლიტიკა;
  • საჯარო პოლიტიკის ანალიზი;
  • საჯარო მმართველობის თეორია და პრაქტიკა;
  • პოლიტიკა და საჯარო პოლიტიკური პროცესი;
  • კონფლიქტის გადაწყვეტის მეთოდოლოგია;
  • ეთიკა და საჯარო პოლიტიკა;
  • აკადემიური წერა;
  • სამაგისტრო კვლევის დიზაინი;
  • საჯარო მენეჯმენტი;
  • სტრატეგიული მენეჯმენტი;
  • პოლიტიკის ლაბორატორია.

 

კვლევები და პუბლიკაციები:

  • მაჭარაშვილი, ნ., სანიკიძე, თ., ბერიძე, ე., ბეგოიძე, მ., ჩალაური, ნ., (2020), პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და უმაღლესი საჯარო მოხელის ინსტიტუტი, თბილისი: ჯიპა, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში;
  • FOLLOWING THE INTERNATIONAL EXPERIENCE OF NATIONAL RECONCILIATION BY REJECTING THE RETRIBUTIVE MODEL? The CA&CC Press® AB /Central Asia & Central Caucasus Press AB/\, THE Caucasus &Globalization, Journal of Social, Political and Economic Studies, Vol. 1 (4), 2020.

 

პროექტები:

  • ერაზმუს + საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა/HERD.

 

კვლევითი ინტერესები:

საჯარო მმართველობა ევროკავშირში; „კარგი მმართველობა“; რეფორმების პროცესი საქართველოში და ყოფილ საბჭოთა არეალში; საზოგადოებრივი მონაწილეობა საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესში; შედარებითი საჯარო პოლიტიკა.