მურმან მარგველაშვილი
ელფოსტა: m.margvelashvili@weg.ge
გამოცდილების მოკლე აღწერა
მურმან მარგველაშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თეორიული ფიზიკის განხრით. ფიზიკა მათემატიკული მეცნიერებების კანდიდატი, ხარისხი დაიცვა მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. მისი პრაქტიკული გამოცდილება 1997 წლამდე უკავშირდება მაღალი ენერგიების თეორიული ფიზიკის კვლევებს. 1995 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ანალიტიკურ ცენტრს - მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (www.weg.ge), 2013 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მდგრადი ენერგეტიკის მართვის სამაგისტრო პროგრამას. 2017 წლიდან არის საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ განხორციელებული ევროკავშირის პროგრამის EU4Energy. ასევე ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას საქართველოში, მის სამეზობლოში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
გამოქვეყნებული აქვს 20-მდე საერთაშორისო პუბლიკაცია თეორიულ ფიზიკაში. ენერგეტიკულ დარგში ის არის მრავალი კვლევის და სტატიის ავტორი ენერგეტიკული პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ყურადღებას უთმობს ენერგეტიკული უსაფრთხოების- განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტიანობის და ენერგეტიკული განათლების მიმართულებებს. ის აქტიურად არის ჩართული ენერგეტიკაში საჯარო პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვის, მონიტორინგის, ლობირების მიმართულებით. მისი ავტორობით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა, ეროვნული ენერგეტიკული და კლიმატური ინტეგრირებული გეგმის ორი თავი, საქართველოს წყალბადის სტრატეგიის კონცეფცია და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
არის რამდენიმე წიგნის რედაქტორი და გამომცემელი. მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გზამკვლევი, კლიმატის ცვლილების კურსის სახელმძღვანელო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კრებული. მისი რედაქტორობით გამოვიდა დონელა მედოუსის „სისტემებით აზროვნება - საწყისები“ თარგმანი.
მურმან მარგველაშვილი მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. 2023 მონაწილეობდა კონფერენციებში რუმინეთში, იტალიაში, ბულგარეთში და თურქმენეთში
სასწავლო კურსები:
- მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა (GIPA)
- მდგრადი განვითარება და სისტემური ხედვა (ILIAUNI);
- ენერგეტიკული პოლიტიკა(ILIAUNI);
- ევროკავშირის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოლიტიკა (ILIAUNI);
- ენერგეტიკული სისტემები (ILIAUNI);
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ცენტრალური აზიის როლი სამხრეთი გაზის დერეფნის დეკარბონიზაციაში WEG 2022
- ნამახვანჰესის გაკვეთილები Forbes საქართველო 2022
- საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2023
- თარგმანი - დონელა მედოუსი „სისტემებით აზროვნება - საწყისები“ ILIAUNI/WEG 2020
პროექტები: (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- საქართველოს ხელშეწყობა ევროკავშირის სუფთა ენერგეტიკული პაკეტის განხორციელებაში
- საქართველოს მწვანე წყალბადის სტრატეგიის შემუშავება
კვლევითი ინტერესები:
მდგრადი ენერგეტიკის და ენერგეტიკული უსაფრთხოების კვლევები. მდგრადი განვითარების სისტემური მიდგომების გამოყენება. ევროკავშირის და საქართველოს, ასევე რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის პერსპექტივები. ენერგეტიკული რეფორმა საქართველოში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში