ლექტორები

ქეთევან ვარდოსანიძე

მოწვეული ლექტორი

ქეთევან ვარდოსანიძე ათი წელია კლიმატის ცვლილების პოლიტიკისა და სამართლის მიმართულებით მუშაობს. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს კლიმატის პოლიტიკის ჩარჩოებისა და ინსტრუმენტების შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მათ შორის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP). ამჟამად ქეთევან ვარდოსანიძე მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტში „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ მწვანე ტრანზიციის ექსპერტის პოზიციაზე.

ქეთევანი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, მისი კვლევა შეეხება სამართლიან ენერგეტიკულ ტრანზიციას საქართველოში. იგი ფლობს სამართლის ბაკალავრის ხარისხს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ასევე სამართლის მაგისტრის ხარისხებს: საჯარო სამართალში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებში (რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა), და გლობალიზაციასა და სამართალში (მაასტრიხტის უნივერსიტეტი).