კახაბერ ბახტაძე გახლავთ პროფესიონალი გეოგრაფი, რომელსაც 15 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გააჩნია გარემოს დაცვის და სოციო-ეკონომიკური განვითარების საკითხებში. მისი სამუშო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე ის ხელმძღვანელობდა 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტს, რომლებიც დაკავშირებული იყო წყლის, მიწის, ჰაერის, ტყის და მინერალური რესურსების მართვის საკითხებთან. კახაბერ ბახტაძე ხელმძღვანელობდა და თანაავტორია საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეების და რისკების ატლასის. ბატონი კახაბერ ბახტაძე მონაწილეობას იღებდა ეროვნული სატყეო კონცეფციის მომზადებაში, რომელიც 2014 წელს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. 2012 წლიდან ბატონი კახაბერი არის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ეკოსისტემების მართვის კომისიის წევრი.
2015 წლიდან კახაბერ ბახტაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “გარემო და განვითარების” დამფუძნებელი და გამგეობის წევრია და იმავე წელს გახდა ფულბრაიტის ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის მონაწილე 2015-2016 წლებისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და კლიმატის ცვლილების საკითხებში.