საჯარო მმართველობა და პოლიტიკა

აჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ


 საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა  მიზნად ისახავს აღზარდოს ახალი ტიპის სახელმწიფო მოხელე,  რომელსაც   წარმატებით  შეუძლია თავი გაართვას  საჯარო მმართველობის კომპლექსურ გამოწვევებს. პროგრამის განმავლობაში  სტუდენტები შეისწავლიან :

  • საჯარო მმართველობის თეორიებს, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მმართველობის სისტემებს.
  • მმართველობით პროცესში ეკონომიკური და ფინანსური   ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებას; 
  • შესაბამის კანონმდებლობას და მისი გამოყენების წესსა და უნარებს;
  • ქვეყნის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების  დაძლევის მიზნით შესაბამისი, საჯარო მმართველობითი   ინსტრუმენტების გამოყენების გზებსა და  მეთოდებს;
  • საჯარო პოლიტიკის  დოკუმენტის დიზაინის და იმპლემენტაციის წესსა და პრინციპებს;
  • მსოფლიო ბანკის და  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების ანალიზის  საფუძველზე საჯარო  პოლიტიკის დაგეგმვისა და შეფასების უნარებს; რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებს;
  • ქვეყნის საგარეო  და უსაფრთხოების გამოწვევების ძირითად წყაროებს და მათი მოგვარების მიზნით საქართველოს  საერთაშორისო პარტნიორებთან  მუშაობის ძირითად ფორმატებსა და საშუალებებს;
  • საჯარო სამსახურში ეფექტური  წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარებს;
  • სწავლის პერიოდში, GIPA - პარტნიორ  საჯარო დასაწებულებებში  სავალდებულო სტაჟირების გავლის გზით სტუდენტები  პრაქტიკაში  გამოიმუშავებენ სასწავლო პერიოდში მიღებულ ცოდნასა და უნარებს.

სასწავლო პროცესს წარმართავენ ადგილობრივი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორები და დასავლეთის ცნობილი უნივერსიტეტებიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორები.

 კურსდამთავრებულების 93% დასაქმებულია საჯარო , არასამთავრობო  და კერძო სექტორში. ამასთან   კურსდათავრებულთა დიდი ნაწილი  სწავლის დასრულებიდან ერთ წლის განმავლობაში  საქმდება.

პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისგან

 

სახელი და გვარი

სასწავლო კურსი

1.         

ნანა მაჭარაშვილი

·          საჯარო მმართველობა და ორგანიზაციული თეორია

·          საჯარო პოლიტიკის ანალიზი და განხორციელება

2.         

დავით ჯანდიერი

·          საჯარო სამართლის საფუძვლები

3.     

თამთა ჭრიკიშვილი

·          ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სექტორში

4.     

ცირა ელისაშვილი

·          კულტურული მემკვიდრეობის მართვა

5.     

მაკა სეხნიაშვილი

·          კვლევის თვისებრივი მეთოდები  და აკადემიური წერა

6.     

ჟანა ანთია

·          სტატისტიკა საჯარო მოხელეებისათვის

7.     

ლიზა სოფრომაძე

·          საჯარო მმართველობა და ორგანიზაციული თეორია

8.     

დავით კიზირია

·          ელექტრონული მმართველობა და სერვისები საჯარო სექტორში

9.    

არჩილ გერსამია

·          საჯარო ფინანსები / საგადასახადო პოლიტიკა

10.    

მარინე იოსელიანი/ანანო გორგოძე

·          ეფექტური კომუნიკაცია  საჯარო სამსახურში

11.    

თამარ კობერიძე

·          არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა

·          პოლიტიკური ლობიზმი და ადვოკატირება

12.    

თენგიზ ფხალაძე

·          მოლაპარაკების ხელოვნება და მართვა

13.    

მიხეილ დარჩიაშვილი

·          საგარეო პოლიტიკის მართვა: ეროვნული  უსაფთხოება და ნატოში ინტეგრაცია

14.    

ნიკოლოზ ჯანჯღავა

·          სახელმწიფო რისკების მართვა

15.    

ნატალია ალხაზიშვილი

·          მდგრადი განვითარება და მმართველობის გამოწვევები

16.    

ნინო ანთაძე

·          აკადემიური წერა და კვლევის თვისებრივი მეთოდები

17.    

თამარ ჟვანია

·          საარჩევნო ტექნოლოგიები და პოლიტიკური კვლევევი

18.    

ნინო ლოლაძე

·          რეგულირების გავლენის შეფასება (RIA)

19.

გიორგი მარგველაშვილი

·          პოლიტიკის საფუძვლები

20.

ლევან ბატიაშვილი

·          პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესი

21.

Paul-Henry Foreister

·          სახელმწიფო რისკის მენეჯმენტი

დამატებითი ინფორმაცია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საჯარო მმართველობის მაგისტრი

სწავლების საფეხური - მაგისტრატურა

პროგრამის მოცულობა - 120 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება (19.00 საათიდან)

 

 

  • I -II სემესტრი - ძირითადი და არჩევითი საგნები
  • III სემესტრი : სავალდებულო სტაჯირება და პოლიტიკის ლაბორატორია/ ან გაცვილითი პროგრამით უცხოეთში წასვლა და სტაჟირება.  
  • IV სემესტრი - სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა
  • ლექციები -  დღის

 

სწავლების ენა

  • ინგლისური და ქართული;
  • ძირითადი სასწავლო მასალა ინგლისურ ენაზე;

 

საჯარო მმართველობის  სამაგისტო პროგრამის კურიკულუმი
(არჩევითი და სავალდებულო საგნები) 

 

GIPA-ს საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა (სწავლების გრაფიკი - საღამო), რომელიც აერთიანებს დღემდე მოქმედ საჯარო მმართველობისა (დღის სწავლება) და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამებს, განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი, საბაკალავრო საფეხურის განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა საჯარო მმართველობის და პოლიტიკის მიმართულებით.

GIPA საჯარო მმართველობის სწავლების 30 წლიანი გამოცდილებით გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას, რომელიც შექმნილია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით და მოიცავს საჯარო მმართველობის სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, ადმიანური რესურსების მართვა, საჯარო სერვისები, საჯარო ფინანსები, ანგარიშვალდებულება და ა.შ.  ამავდროულად, პროგრამა გამოირჩევა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის აქტიური შეთავაზებით და ორმაგი ხარისხის მინიჭებით ვროცლავის უნივერსიტეტთან. მაღალია საჯარო მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლები როგორც უშუალოდ საჯარო სექტორში, ისე საჯარო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.


პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები. 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, GIPA- საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა უფასო სწავლის უფლებას  მიანიჭებს 3 საუკეთესო სტუდენტობის კანდიდატს. 

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 1 აგვისტოდან  12 სექტემბრის ჩათვლით:

》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის 

შიდა საუნივერსიტეტო პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

  • დოკუმენტაციის ანალიზი: ამ ეტაპზე ხდება უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული საერთო სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელიც მოიცავს აპლიკანტის პროფესიული ბიოგრაფიის შეფასებას;
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან, სადაც   შეფასდება აპლიკანტის ცოდნა და მოტივაცია.

პირველკურსელთა რეგისტრაცია

 

მმართველობის სკოლა: თბილისი, იეთიმ გურჯის ქ. #9

 

ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

 

 სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს.

შიდასაუნივერსიტეტი გამოცდის ქულების გადანაწილება:

გასაუბრება: 100 ქულა / ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება: 100 ქულა  

ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება:

ინგლისური ენის დონე შემოწმდება გასაუბრების პროცესში

გასაუბრება:  5-6 სექტემბერს 

სწავლა დაიწყება: 18 სექტემბერს 

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე და წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, არაუგვიანეს 2023 წლის 16 სექტემბრისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წლიური სწავლის საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას.

 

სწავლის ღირებულება

პროგრამა  ორწლიანია და ერთი წლის საფასური შეადგენს 3950 ლარს. თანხის გადახდა ერთი წლის განმავლობაში ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.

პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში. 

დაფინანსება

საჯარო მმართველობის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ჯამური ღირებულება 7900 ლარს შეადგენს.

სწავლის დაფინანსების ვარიანტები:

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა

2 წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე

7900 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

987,5

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა

2 წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების

შემთხვევაში  

7900-4500=3400 ლარი

3 საუკეთესო აპლიკანტი ისარგებლებს სრული საუნივერსიტეტო ფინანსური მხარდაჭერით 

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

425 ლარი

საბანკო რეკვიზიტები

სს „ თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

პარტნიორი უნივესიტეტები:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში საჯარო მმართველობის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი:

1. პარტნიორობა ვროცლავის უნივერსიტეტთან (პოლონეთი)

GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ ორმაგ ხარისხს ვროცლავის უნივერსიტეტთან ერთად, საჯარო მმართველობასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში:

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
IV სემესტრი - GIPA (საქართველო)
პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (GIPA, Georgia)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში (University of Wroclaw, Poland)
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.

2. პარტნიორობა ზალცბურგის უნივერსიტეტთან (ავსტრია)

„Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ გაცვლით პროგრამას ზალცბურგის უნივერსიტეტთან ერთად, საჯარო მმართველობასა და ევროკავშირის მცოდნეობაში :

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
IV სემესტრი - GIPA (საქართველო)
პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (GIPA, Georgia)
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.

3. პარტნიორობა ბოკონის მენეჯმენტის სკოლასთან (იტალია)

ორმაგი ხელშეკრულების ფარგლებში, GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ ორმაგ ხარისხს ბოკონის უნივერსიტეტთან ერთად, საჯარო მმართველობაში:

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - Bocconi School of Management (იტალია)
IV სემესტრი - GIPA (საქართველო)
პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (GIPA, Georgia)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (Bocconi, Italy)
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.

4. პარტნიორობა. ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)

 GIPA-ს და  ჰამბურგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა  მესამე სემესტრში გაცვლითი პროგრამით გაემგზავრონ  ჰამბურგი უნივერსიტეტში

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - ჰამბურგი უნივერსიტეტი IV სემესტრი - GIPA (საქართველო)

პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში (GIPA, Georgia)

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნანა მაჭარაშვილი

საჯარო მმართველობის და პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი

ელ. ფოსტა : nana.macharashvili@gipa.ge

მობ: +995 593 488 211

მარიამ დოთიაშვილი

საჯარო მმართველობის პროგრამის კოორდინატორი

ელ. ფოსტა: m.dotiashvili@gipa.ge

მობ: +995 598 735 474

ცირა ელისაშვილი

საჯარო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი:

ელ-ფოსტა: ts.elisashvili@gipa.ge

მობ: +995 599 706 377