აკადემიური პერსონალი

თამთა ჭრიკიშვილი

ასისტენტი

ელფოსტა: t.tchrikishvili@gipa.ge

საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი. მისი აკადემიური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, მოიცავს სწავლებას როგორც საბაკალავრო, ისე - სამაგისტრო საფეხურზე, საქართველოს სამ უნივერსიტეტში, შემდეგ აკადემიურ კურსებზე: „ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში“, „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“, „პოლიტიკის მეცნიერების შესავალი“. პარალელურად, აქვს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორში, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (ჯამში - HR-ის მიმართულებით 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება). ამავდროულად, აქვს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, საჯარო პოლიტიკის ანალიზის, ადამიანური რესურსების მართვის, ადვოკატირების, პროექტების მართვის, სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან ადამიანური რესურსების მართვის, საჯარო პოლიტიკის, სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებებით. მათ შორის, აღსანიშნავია რონდელის ფონდთან (GFSIS) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) თანამშრომლობით განხორციელებული ტრენინგ-პროგრამები ქართველი საჯარო მოხელეების (GFSIS), სტუდენტებისა და სამოქალაქო განათლების ლექტორებისათის (CELA). გახლავთ რამდენიმე გაცვლითი პროექტის მონაწილე (Naval Postgraduate School (აშშ), Malmo University (შვედეთი) და სასწავლო გრანტის/სტიპენდიის მფლობელი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ შორის, აღსანიშნავია, შოთა რუსთაველსი ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო გრანტი, შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია და კვლევითი თანამშრომლობა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან.

 

სასწავლო კურსები:

  • ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

 

  • საქართველოში, საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში, ელექტრონული მექანიზმების გამოყენების ინტენსივობა და ეფექტურობა (სადოქტორო კვლევა, მიმდინარე);
  • ჭრიკიშვილი, თ., ქარაია, თ; (2024), „ელექტრონული მმართველობა, როგორც სამოქალაქო ჩართულობის საშუალება საქართველოში (ichange.gov.ge), Politics, http://www.psage.tsu.ge/
  • https://www.journal-transformation.org/docs/issues/EJTS_2024_Vol_12_No_2/EJTS_2024_Vol_12_No_2.pdf 

 

პროექტები:

  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, დოქტორანტის კვლევითი გრანტი, პროექტი: „საქართველოში, საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში, ელექტრონული მექანიზმების გამოყენების ინტენსივობა და ეფექტურობა (შედარებითი ანალიზი)“;
  • სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტი „საინფორმაციო და საკომუნიკაციო უნარები დემოკრატიის გაძლიერებისათვის“, EENCE;
  • GFSIS-ისა და SIDA-ს პროგრამის “Capacity Building of the Georgian Leadership Community” HR კომპონენტი.

 

კვლევითი ინტერესები:

ელექტრონული მმართველობა; ციფრული დემოკრატია; საჯარო სამსახურის რეფორმა; ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში.