აკადემიური პერსონალი

გვანცა ბესელია

ასისტენტ-პროფესორი

ელფოსტა: g.beselia@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერი) სამართლის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერი) საჯარო მმართველობის მაგისტრი. აქვს საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. ამჟამად არის საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარატმენტის ხელმძღვანელი. 10 წელზე მეტია საჯარო მოსამსახურეებისათვის ატარებს ტრენინგებს ადამიანური რესურსების მართვის, სამუშაოს მართვის, ეთიკისა და კეთილსინდისიერების, ინტერესთა კონფლიქტის, მართვისა და ლიდერობის საკითხებზე. 2016 წლიდან უძღვება ლექციებს ეთიკის, ორგანიზაციული კულტურის, ლიდერობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით. იგი აქტიურად არის ჩართული საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR), კერძოდ კი, საჯარო სამსახურისა და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის რეფორმირების პროცესში. არის ეთიკისა და კეთილსინდისიერების, ორგანიზაციული კულტურისა, ასევე ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე  რამდენიმე პუბლიკაციის/კვლევის ავტორი და თანაავტორი.

სასწავლო კურსები: 

  • ეთიკა საჯარო სამსახურში;
  • ეთიკა, ლიდერობა და ანგარიშვალდებულება;
  • ეთიკა და ორგანიზაციული კულტურა საჯარო სამსახურში.

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): 

  • Beselia, G., The Coordination of Ethics and Law – Developing a culture of the Rule of Law in Georgian Public Administration, 2023;
  • ბესელია, გ., ცუხიშვილი, ნ.,  კეთილსინდისიერების პრაქტიკული სახელმძღვანელო, 2023;
  • აღაპიშვილი, ი., ბესელია, გ., ქარდავა, ე., (რედ.), კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში: კორუფციული სამართალდარღვევა, ინტერესთა კონფლიქტი და თანამდებობრივი შეუთავსებლობა, 2022;
  • ბესელია, გ., საჩუქარი საჯარო სამსახურში, გზამკვლევი საჯარო მოხელეებისათვის, თბილისი, 2018;
  • აღაპიშვილი, ი., ბესელია, გ., ცუხიშვილი, ნ., ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების კომენტარები, თბილისი, 2018;

კვლევითი ინტერესები: 

საჯარო მმართველობა, საჯარო სამსახური, ეთიკა და ორგანიზაციული კულტურა, კეთილსინდისიერების სისტემა, კორუფციის პრევენციის მექანიზმები, ინტერესთა კონფლიქტები და ინტერესთა კონფლიქტების მართვა.