აკადემიური პერსონალი

თინათინ კუპრაშვილი

ასისტენტ-პროფესორი

ელფოსტა: tinatini.kuprashvili@gmail.com

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრი, არის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ანალიზის სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია ფართო გამოცდილება სერვისის ხარისხის მართვაში, საჯარო მმართველობის ინსტიტუციურ განვითარებასა და პოლიტიკის დაგეგმვაში. იგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ-პროფესორი და აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების 6 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ასწავლის საჯარო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების, საჯარო სერვისების პოლიტიკის შემუშავებისა და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის კურსებს. ასევე, აქვს საჯარო სამსახურის მართვისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელების გამოცდილება. ასევე არის საჯარო სერვისების მართვის სახელმძღვანელოს ავტორი.

მას აქვს სერვისის ხარისხისა და კვლევების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მას ასევე აქვს ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტირების გამოცდილება, რაც მოიცავს საჯარო პოლიტიკის, ინსტიტუციური განვითარების, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებს.

 

სასწავლო კურსები:

  • საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება;
  • საჯარო სერვისების პოლიტიკის შემუშავება;
  • საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვა
  • პროექტების მენეჯმენტი და საჯარო სერვისების მართვა
  • მომსახურების ხარისხის მართვა

 

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • კუპრაშვილი თ., “საჯარო სერვისების მართვა”, (2025), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კავკასიის უნივერსიტეტი.

 

 

კვლევითი ინტერესები:

საჯარო სერვისებითან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება, საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების პროცესი და ბარიერები, საჯარო სერვისების ეფექტიანობა და ხარისხის მართვა