ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამას საქართველოში ანალოგი არ აქვს. ის მიზნად თანამედროვე ციფრული კომუნიკაციის უნივერსალური სპეციალისტის მომზადებას ისახავს. ჰოლისტიკური პროგრამა ისეა აგებული, რომ კომუნიკაციების მომავალმა სპეციალისტებმა შიძინონ კომპლექსური ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც მათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, პროფესიული ამოცანების ეფექტურად გადაჭრაში დაეხმარებათ.
წარმატებული კურსდამთავრებულები მზად იქნებიან მრავალმხრივი შრომის ბაზარზე კონკურენციისათვის და შეძლებენ დასაქმებას პოზიციებზე, რომელიც მოითხოვს ონლაინ პროდუქტების შექმნას, სხვადასხვა აუდიტორიისა და მიზნებისთვის სწორი ფორმატის შერჩევას, ციფრულ კომუნიკაციას, კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას; ასევე შეძლებენ დამოუკიდებლად შეარჩიონ, შექმნან და განავითარონ სხვადასხვა ტიპის ონლაინ მედია პლატფორმები.
ძირითადი საგანმანათლებლო კურსების დახურვის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, არჩევითი საგნები აიღონ ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით და დასრულებისას მიიღონ ბაკალავრის ხარსიხი მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობით.
ხანგრძლივობა: 4 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
სასწავლო პროცესი და კურიკულუმი
ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა ოთხწლიანია და შედგება რვა სემესტრისაგან, რომლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 240 კრედიტს.
სავალდებულო კურსები (I-VIII სემესტრი) 162 კრედიტი- მოიცავს საბაზისო განათლების კლასებს, ასევე შესავალ კურსებს ონლაინ-ჟურნალისტიკას, ონლაინ კომუნიკაციას, სოციალურ მედია მარკეტინგსა და ვებ-ტექნოლოგიებში.
არჩევითი კურსები (IV-VII სემესტრი) 30 კრედიტი - მოიცავს არჩევით საგნებს ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
თავისუფალი საუნივერსიტეტო კრედიტები (V-VIII სემესტრი) 24 კრედიტი - თავისუფალ კრედიტებს სტუდენტი დააგროვებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაში თავისთვის საინტერესო საგნების არჩევით.
პრაქტიკა სტუდენტურ მედიაში (VIII სემესტრი) - 9 კრედიტი
სადიპლომო პორტფოლიო (VIII სემესტრი) 15 კრედიტი - სადიპლომო პორტფოლიო წარმოადგენს სტუდენტის მიერ კონცეპტუალურად შეკრული ნაშრომების ერთობლიობას, რომლის დაგეგმვას სტუდენტი იწყებს VII სემესტრის ბოლოს და წარადგენს სასწავლო პროგრამის დასრულებისას.
გადმოწერე პროგრამის სასწავლო გეგმა.
შემოქმედებითი მულტიპლატფორმული ლაბორატორია
ლაბორატორია არის თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც სტუდენტები ქმნიან ტრანსმედიამედია პროექტებს და გადიან გზას იდეის გენერაციიდან პროექტის საბოლოო განხორციელებამდე.
ლაბორატორიას ხელმძღვანელობენ პრაქტიკოსი ლექტორები, რაც სტუდენტებს ეხმარება სასწავლო პროცესშივე დაამყარონ კომუნიკაცია მომავალ დამსაქმებლებთან. და გახდნენ კონკურენტუნარიანნი მედია ბაზარზე. ლაბორატორიის ფარგლებში იქმნება ისეთი მედია პროექტები, როგორიცაა დოკუმენტური ფილმები, მულტიმედია და ვიდეო პროექტები, იგეგმება კომპლექსური სოციალური მედია კამპანიები სკოლა ეხმარება სტუდენტებს პროექტების განვითარებასა და ნამუშევრების საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენაში. სტუდენტები ასევე ერთვებიან სტუდენტურ მედიაში - GIPA რადიოს (FM 94.3) და newscafe.ge მუშაობაში.
საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები ( მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის ):
ნებისმიერი არჩევითი საგანი
პირველკურსელთა რეგისტრაცია
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული: https://portal.gipa.ge/bachelor
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია იწრმოებს ელექტრონულად - 01 სექტემბრიდან (21:00) 12 სექტემბრის (18:00) ჩათვლით. რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
• 1 ფოტოსურათი ზომით ¾;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
• სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.
ხელშეკრულების გაფორმება:
მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 11 სექტემბერს, 11:00-17:00 შუალედში.
ჟურნალისიტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა: თბილისი, მარი ბროსეს ქ. #2
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).
სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს.
12, 13 და 14 სექტემბერს კახეთში ჩატარდება ბუთქემფი. დეტალები წინასწარ ეცნობებათ პირველკურსელებს.
სწავლის ღირებულება
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 5500 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მასობრივ კომუნიკაციაში.
პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ:
სტიპენდია #2
ციფრული მედიის და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ორი სტუდენტი თავისუფლდება სწავლის სემესტრული გადასახადისგან (2750 ლარი).
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
მედია ხელოვნებაში - AP University College Antwerp (Belgium, Antwerp)
უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სრულად უფინანსდებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობა, ცხოვრება და ყოველდღიური ხარჯები.
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) The Hague University of Applied Sciences
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University
ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.
UC Leuven Limburg
UC Leuven-Limburg არის სიდიდით მეორე გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი ბელგიაში, სადაც დაახლოებით 15,000 სტუდენტია და 2,000 პროფესორი. დაწესებულებას აქვს 9 სხვადასხვა კამპუსი, რომლებიც განლაგებულია ქალაქ ლეუვენსა და ჰასელტს(ლიმბურგი) შორის. ლეუვენ-ლიმბურგი ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებასა და გამოყენებებით კვლევებზე.
UC Leuven Limburg-თან აკადემიური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით,
თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნეს მენეჯმენტი, კომუნიკაცია, სამართალი;
Fontys-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
ფონტისის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერების ერთ ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, სადაც 44000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე რამდენიმე კამპუსში. Fontys– ის სამი უდიდესი კამპუსი მდებარეობს ეინდჰოვენში, ტილბურგსა და ვენლოში.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ICT, ბიზნესი;
პასაუს უნივერსიტეტი
პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
რომის საპიენცის უნივერსიტეტი
დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტი
ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტი არის უმაღლესი განათლების აკრედიტირებული კერძო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 2000 წელა ქ. ბუდაპეშტში, უნგრეთი.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.
აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
უტრეხტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
HU Utrecht-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლებას 17-67 წლის სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. იგი ითვლება ერთ ერთ უმძლავრეს გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტად ნიდერლანდებში და მასში ამჟამად სწავლობს დაახლოებით 35000 სტუდენტი, რომლებიც განაწილებულია 22 ლოკაციაზე Utrecht en Amersfoort-ში;
2022-2025 წწ. GIPA-სა და HU Utrecht-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: მედია, ჟურნალისტიკა;
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ნინო ქოჩიაშვილი
პროგრამის კოორდინატორი
მის: მარი ბროსეს 2, მეორე სართული. 0108, თბილისი
ელფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86