ლექტორები

ნინო შოშიტაიშვილი

ნინო შოშიტაიშვილი

ორგანიზაციული მენეჯმენტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მედია მენეჯმენტი, მედია მარკეტინგი. 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი 2008 წლიდან. აქვს კერძო და სახელმწიფო სფეროში პროფესიული მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში, საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, სარეკლამო კომპანია იმპერიალში. ამჟამად დასაქმებულია საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მოღვაწეობს 2007 წლიდან. ასწავლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგების სხვადასხვა საგანს; აგრეთვე ატარებს სხვადასხვა კორპორატიულ და კერძო ტრეინინგებს. განათლება: მიღებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის (MBA) ხარისხი დიდი ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტისგან, ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორანტი. 

პროექტები:

2019-2022 Deutsche Welle-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია სკოლა: მედია სკოლის სასწავლო მოდულების, ტრეინინგებისა და ვებინარების მომზადება, ტრენერი და ლექტორი

2015 TEMPUS ტურიზმის მდგრადობის პროგრამის და სახელმძღვანელოს მომზადებაში მონაწილეობა (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)

2011 NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ტრენერი

2010-დღემდე საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ტრენერი

2008-2011 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესიული პროგრამების ტრენერი