თეა სხიერელი
ელფოსტა: t.skhiereli@gipa.ge
გამოცდილების მოკლე აღწერა
თეა სხიერელი არის ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი. მას დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი (MBA) მარკეტინგის მენეჯმენტის სპეციალობით. ასევე, დამთავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა „კულტურა მედიაში.“
25 წელია ის კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საკომუნიკაციო სტრატეგიების შექმნას, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის პროექტების მართვას, მულტიმედიური კონტენტის შექმნას. თეა სხიერელი არის საკონსულტაციო კომპანია „კონტენტის“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. მას განხორციელებული აქვს არაერთი ბრენდული მულტიმედიური პროექტი: ჟურნალების Voyager by Solo, GA, Gastronome გამოცემა (გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, 2005-2024); საკომუნიკაციო პროექტების მართვა: Borjomi, Geoplant/Gurieli, Marriot, Radisson, Rixos, RMG, Georgia Capital Plc, Moet/Hennessy/Veuve Clicquot, Gd Alco, Performance Food Group Lux, Consilium Medulla, Georgian Association Of Clinical Investigators; მულტიმედიური მასალის მომზადება: GRETA/მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, ბიოჩაისა და ბიოღვინის მწარმოებელთა შესახებ; USAID/World Bank/IPM: ჯანდაცვის რესტრუქტურიზაციის პროექტი (2000-2022). თეა სხიერელი იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს წარმომადგენლობის კონსულტანტი კომუნიკაციის საკითხებში (2006-2012), სს „ყაზბეგის“საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2003-2006).
მისი პრაქტიკული ჟურნალისტური საქმიანობა უკავშირდება საქართველოს ტელერადიოკორპორაციის საინფორმაციო პროგრამების მთავარ რედაქციასა და სატელევიზიო-ანალიტიკურ პროგრამა „საღამო მშვიდობისას,“ სადაც მუშაობდა სპეციალურ კორესპონდენტად, პროდიუსერად, მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1989-2000).
არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) წევრი.
არის საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (მოწმობა #102 300 0545).
სასწავლო კურსები:
- მედიასთან ურთიერთობა
- წერა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში
- მედიასთან ურთიერთობა და ბრენდული მედია
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- სხიერელი, თ., (2023), ბრენდული მედიის ეკოსისტემაში ვირტუალური (VR) და დამატებითი (AR) რეალობის ტექნოლოგიების გამოყენება მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაციისათვის, თბილისი: ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული, №4 (14) 2024
- სხიერელი, თ., (2022), ბრენდული მედიის ეკოსისტემის როლი კომპანიის საიმიჯო კაპიტალის შექმნაში, თბილისი: ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული, №2 (12) 2022
- სხიერელი, თ., (2021), ბრენდული ფილმის როლი მარკეტინგულ კომუნიკაციებში, თბილისი: ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული, ხელოვნება და თანამედროვეობა №1 (11) 2021
- სხიერელი, თ., (2020), თანამედროვე მედიაბაზარზე ბრენდული ჟურნალისტიკის ეფექტიანობის განმაპირობებელი მიზეზები, თბილისი: სახელოვნობო მეცნიერებათა ძიებანი # 2 (83), 2020
კვლევითი ინტერესები:
ბრენდმედია, ბრენდჟურნალისტიკა, ბრენდის კონტენტი, მედიასთან კომუნიკაცია.