აკადემიური პერსონალი

თინა ცომაია

პროფესორი

თიკო ცომაია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი და  საერთაშორისო ურთიერთობების, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების მონიტორინგისა და ჯიპა-ფრიდმანის პრიზის პროგრამების კოორდინატორია. ის ერთდროულად ფლობს მაგისტრის ხარისხს მედიცინასა და ჟურნალისტიკაში. ცომაია კითხულობს ლექციებს ჟურნალისტური ოსტატობის, მედიამრავალფეროვნების, ჯანმრთელობის და სოციალური კამპანიების დაგეგმვის მიმართულებით. ცომაია არის გლობალური აკადემიური სტიპენდიისა და მცირე სამეცნიერო მისიის სტიპენდიის მფლობელი, ის  მიწვეული იყო მკვლევრად  და ლექტორად ნიუიორკის, ლონდონის სითის, ზარაგოზას, ჰელსინკის ჰააგა ჰელიას და ანტვერპენის უნივერსიტეტებში. ცომაია  2015-2018 წლებში იყო ფემიციდის მკვლევართა ჯგუფის საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. ის საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურებას უწევდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.   ცომაია არის სამეცნიერო შრომებისა და  საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებების ავტორი.

ის არის ღია მოძრაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის დამფუძნებელი. არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და“პალიატიური ჰოსპისის” გამგეობის წევრი.

მისი კვლევითი ინტერესებია: პრენატალური  გენდერული სელექცია, ფემიციდი, ჟურნალისტური და სამედიცინო ეთიკა, ფსიქიკური ჯანმრთელობის კომუნიკაცია, ტრავმის კომუნიკაცია, მედიაწიგნიერება და  წიგნიერება.